LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპარტამენტი ციტრუსოვანი ეზოთი და საზაფხულო კინოთეატრით: ”სანრაიზში” ფართების გაყიდვა დაიწყო (ფოტო-ვიდეო)

96

ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ახალ ბულვარში სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგმა” მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის – ”სანრაიზის” მშენებლობა დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” სამშენებლო კომპანიიდან აცნობეს, კომპლექსი ინოვაციური სტანდარტებით, პირდაპირ ზღვის სანაპიროსთან შენდება.

”მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც 2019 წელს გაიხსნება, განთავსდება აპარტამენტები და სხვადასხვა ცენტრები. კომპლექსს ექნება საერთო სარებლობის გამწვანებული ვერანდა ღია აუზით, საზაფხულო კინოთეატრითა და კაფეთი. ასევე ციტრუსოვანი ეზო სკვერითა და საბავშვო ატრაქციონებით. ”სანრაიზის” მაცხოვრებელთა განკარგულებაში იქნება 24 საათიანი ადმინისტრაციული მომსახურება ვიდეო კონტროლითა და დაცვით”, – აღნიშნავენ სამშენებლო კომპანიაში.

მათივე ცნობით, „სანრაიზს” ასევე ექნება ღია და დახურული პარკირება, თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები, ევროსტანდარტის ლიფტები, ავტო, მოტო და ველო გაქირავების სერვისი.

https://www.youtube.com/watch?v=N_fVAv04EPw

”ჩვენი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის კიდევ ერთ პლუსს წარმოადგენს ულამაზესი ხედები, რომლებიც აპარტამენტებიდან გადაიშლება. ასევე საუნისა და ფიტნეს ცენტრების მომსახურება”, – განმარტეს “ელთ ბილდინგში”.

როგორც სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, ფართების გაყიდვა ”სანრაიზში” უკვე მიმდინარეობს. აპარტამენტების ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსში უკვე გაყიდულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები