LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპატურაი : არ გვინდა გამოვგზავნოთ სიგნალი, რომელიც საქართველოს საფრთხის ქვეშ დააყენებს

73

ნატო-ს არ სურს გამოაგზავნოს ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე აპატურაიმ აღნიშნა, რომ  ნატო-ს მიზანია, საქართველო არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.

“2008 წელს ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. ეს არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მზადყოფნის საკითხი. ნატო აკვირდება თითოეულ ასპირანტ ქვეყანას. უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში კი ჩვენ არ გვინდა გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით საქართველო დავაყენოთ საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები