LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპირებს თუ არა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას

71

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ შამბამ sukhum-moscow.ru-სთან ინტერვიუში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მეცნიერები საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვის მიზნით ფონდის შექმნაზე და რამდენად რეალურია ეს გეგმა:

“ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ განახორციელოს შესყიდვების ასეთი აქციის ორგანიზება. მაგრამ მე არ მესმის, რომელიღაც ქართველი როგორ იყიდის აფხაზეთში უძრავ ქონებას. შემდგომში რას უზამს ამ ქონებას? დასასვენებლად ჩამოვა აქ თუ საცხოვრებლად? ეს არარეალური პროგრამაა, თუ ის მართლაც არსებობს. ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ?” – განაცხადა სერგეი შამბამ.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე, აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს, აფხაზი მკვლევარები მიმდინარე წლის აგვისტოში, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზეც საუბრობდნენ.

“რუსეთს არ აქვს სურვილი, ახალი ტერიტორიები აითვისოს და აფხაზეთში უძრავი ქონება შეისყიდოს. მას თავისი მიწებიც ჰყოფნის, სამაგიეროდ, ასეთი მოთხოვნილება აქვს მილიონ-ნახევრიან ქართულ დიასპორას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და გამოაცხადა, რომ მზადაა, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით”, – განაცხადა ისტორიკოსმა თემურ აჩუგბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები