LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილის ხუთი საუკეთესო ფილმი

„პორტუ“ (Porto) – ფრანგი მატისა და ამერიკელი ჯეიკის სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთი ღამით ხვდებიან ერთმანეთს პორტუგალიის ქალაქ პორტუში, შეუდარებელი ჯონ ლი ჰუკერის მუსიკის ფონზე ვითარდება. ფილმის პროდიუსერობა ცნობილმა რეჟისორმა ჯიმ ჯარმუშმა ითავა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი სტილი და მუსიკალური გემოვნება „პორტუს“ ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

„როდენი“ (Rodin) – ოგიუსტ როდენის ბიოგრაფია – მართლაც იდეალური მასალაა ეკრანიზაციისთვის, რადგან 40 წლამდე უცნობი მხატვრის ნამუშევრები მხოლოდ მოგვიანებით იქცა სკანდალის მიზეზად, მის პირად ცხოვრებას კი, მთელი საფრანგეთი განიხილავდა.

„სახიფათო ბიზნესი“ (Gringo) – „ფეთქებადი აგენტის“ წარმატების შემდეგ, შარლიზ ტერონმა ამჯერად სოლიდური, თუმცა მაქინაციებში ჩაფლული კომპანიის ბოსის როლი შეასრულა და იდეალურად მოერგო კრიმინალურ კომედიას, კოლეგა მსახიობების ამანდა სეიფრიდის და ჯოელ ედგერტონის დუეტთან ერთად.

„ახალგაზრდა ქალი“ (Jeune femme) – ლეონორ სერაის ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში აღინიშნა პრიზით, თანამედროვე გოგონას ისტორიაა, რომელიც რამდენიმეწლიანი მოგზაურობის შემდეგ მშობლიურ პარიზში ახალი სამსახურის, ახალი სიყვარულის და ახალი ცხოვრების პოვნის იმედით ბრუნდება.

„პროექტი ფლორიდა“ (The Florida Project) – მართალია, ფილმის მოქმედება ორლანდოს გარეუბანში, მსოფლიოს ყველაზე დიდ გასართობ ცენტრთან Disney World-თან ახლოს ვითარდება, მაგრამ 6 წლის მუნი აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში – მაწანწალებით, ნარკომანებითა და მეძავებით გადატვირთულ მოტელში ცხოვრობს, თუმცა პატარა გოგონას ბეზრდება ჩვეული გარემო და დიდ სამყაროში, თავგადასავლების საძიებლად მიეშურება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები