LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილში ექსპორტით 212 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა

34

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.091 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთის ბაზრებზე ექსპორტის მოცულობამ 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 30%-ია. მხოლოდ აპრილში ექსპორტით 212 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც წლის მაქსიმუმია.

ამავე პერიოდში იმპორტი 2.303 მლრდ აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი).
საქსტატის ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1.515 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები