LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 12 %-ით გაიზარდა

82

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 40,413 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (36, 190) 12 %-ით მეტია.

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, როგორც უწყებაში განმარტავენ, 2018 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 156 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით მეტია (146). 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 118 433 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 %-ით მეტია.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები