LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6,5%-ით გაიზარდა

67

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის აპრილში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5%, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5% შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები