LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ არის საქართველოს სამართლის პანაშვიდი – პაატა ბურჭულაძე ზაზა სარალიძესთან მივიდა

50

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მივიდა. ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მივიდნენ შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად.

„ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის ყოველდღე მივა პარლამენტის შენობასთან 5 წუთით მაინც.

„ყოველდღე გამოვივლი და ამ ადამიანებთან ვიქნები 5 წუთით მაინც. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით. არ არის აუცილებელი აქ მთელი ღამე გაათენოთ,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს დღეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები