LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ ყოველთვის რისკავ – უტროტუარო ქუჩები თბილისში [ვიდეო]

მანქანებით ჩახერგილი ტროტუარები და ზოგიერთ შემთხვევაში უტროტუარო ქუჩები – ეს ის პრობლემებია, რომელიც ქალაქს საკუთარი მაცხოვრებლებისთვის არამეგობრულს ხდის.

უტროტუარო ქუჩების პრობლემას პარკირების სისტემის გაუმართაობა,  დამატებით გზისპირა შენობები და მიმდინარე მშენებლობები ქმნის, რომლებიც ხშირად ტრუტუარების საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მონიტორინგის დროს ამ მიმართულებით დარღვევებს აწყდებიან.

სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ქვეითებს ქალაქში პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ, თუმცა, დღეს მათ გადასაადგილებლად სამანქანო გზის კიდეებიღა დარჩათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები