LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია მერიასთან – “პარტიზანი მებაღეები” ბაგებში საღი ხეების მოჭრას აპროტესტებენ

101

მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება.  აქციის მონაწილეები ბაგებში საღი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. 

აქციის დაწყებამდე დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის დაცვამ შენობაში, ნატა ფერაძესთან ერთად, პარტიზანი მებაღეები არ შეუშვა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეებს არავინ არ შეხვდა და არც მერიაში შეუშვეს.

„ეს არ არის მერია, ეს არის დახურული, კორუმპირებული ჯალათების სკა. დღეს არის 1 წლისთავი, რაც შარშან მოჭრეს ყაზბეგის გამზირზე ხეები და წელს, იმის მაგივრად, რომ რამე დასკვნები გამოეტანათ, კიდევ დაგვხვდა მოჭრილი ხეები. წერეთელი ჩირგვში ზის და გვემალება ვირიშვილი-მაიმუნი ნარმანიაც და არავინ არ ჩამოდის, რაც შესულები ვართ, ვრეკავთ და მოვითხოვთ, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი ჩამოვიდეს,“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

აქციაზე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც, ესწრება. ის წინასაარჩევნოდ ხეების მოჭრის შეჩერებას სასწრაფოდ მოითხოვს.