LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია მესტიაში – 7 თვის ორსული პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა

108

საპროტესტო აქცია მესტიაში – ადგილობრივები ჭალაჰესის მშენებლობისთვის სამშენებლო ტექნიკის შეყვანას აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნარგიზ ნიგურიანმა სააგენტოს განუცხადა, რომ მოსახლეობა ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რადგან აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია. „პროტესტს წინ უსწრებდა შეხვედრა გეოლოგებთან, სეისმოლოგებთან და ა.შ. 11 სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ეს დაუშვებელია ღვარცოფულ მდინარეზე. მაინც ხელის გადაგრეხის პრინციპით ცდილობენ აღნიშნული ჰესის მშენებლობას. ეს არის დანაშაულებრივი პროექტი. ამდენად, მესტიის მოსახლეობა აპროტესტებს ამ ჰესის მშენებლობას. შემოიყვანეს ტექნიკა და მოსახლეობა გადაუდგა წინ“, – თქვა ნიგურიანმა.

ერთ-ერთი ადგილობრივი, 7 თვის ორსული, პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა, რომ ტექნიკა არ გაეტარებინა.

მესტიელები ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებენ და აფრთხილებენ, არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ პოლიციის ძალა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალური დანაყოფები მესტიაში უკვე მობილიზებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები