LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია პანკისში – ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ

84

პანკისში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მომხდარიდან 6 თვის შემდეგაც, სპეცოპერაციის მონაწილე პირები დაუსჯელები არიან. ისინი ასევე განმარტებას ითხოვენ, რატომ არ წარადგინა პროკურტურამ ის მტკიცებულები, რაც მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს დაადასტურებდა.

მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს.

პანკისში აქციას შეუერთდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოპულალურები