LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია სესხებზე – ბერმელში კლიენტს პირველი თვის საპროცენტო სარგებელს არ ახდევინებენ

472

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ბერმელი” 2018 წელს გაფართოებას და აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს. ასევე განიხილება სასეხო პროდუქტების დამატებაც.

რაც შეეხება, მიმდინარე სიახლეებს, ”ბერმელი” მომხმარებელს საახალწლო აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც 10 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით, ორგანიზაცია კლიენტებს პირველი თვის საპროცენტო სარგებელს არ ახდევინებს.

როგორც ”ფორტუნას” ”ბერმელში” განუცხადეს, ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებელს რამდენიმე სახის სესხს სთავაზობს. ესენია:

  1. ავტო სესხი

უზრუნველყოფის ფორმა – ავტომანქანა, როგორც ტარების უფლებით, ისე გაჩერებით. საბუთების გაფორმება და რეგისტრაცია რამდენიმე საათში, გადახდის  თავისუფალი გრაფიკი.

  1. ბიზნეს სესხი

”თუ გსურთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და ამისთვის გჭირდებათ დამატებითი ფინანსური სახსრები მიიღეთ ბიზნეს სესხი და ისარგებლეთ პროცენტის გადახდის თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. ჩვენთან ფინანსდება ბიზნესის ყველა სახეობა: კომერცია, წარმოება, მომსახურების სფერო, დამწყები ბიზნესი და სხვა.. სესხის რაოდენობა 50 000 ლარამდე; სესხის მაქსიმალური ვადა არის 60 თვე”, – აცხადებენ ”ბერმელში”.

  1. მიკრობიზნეს სესხი

ჩვენ დაგეხმარებით განავითაროთ და გააფართოოთ არსებული ბიზნესაქმიანობა. მოთხოვნები: ყოველდღიური რეალური შემოსავალი ბიზნესსაქმინობიდან. მსესხებლის მაქსიმალური ასაკი  –  60  წლამდე; სესხის უზრუნველყოფა: თავდებობა.

4 .სალომბარდე სესხი

უზრუნველყოფის ფორმა – ძვირფასი ლითონი (ოქრო). შეფასების ტარიფი–საბაზრო ფასთან მიახლოებული. სასესხო საპროცენტო სარგებლის გადასახადი 365 დღის ბაზაზე.

5. იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი უძრავი ქონების გარანტიით: საცხოვრებელი ბინა; საკუთარი სახლი; მიწის ნაკვეთი; კომერციული ფართი. მომსახურება საშუამავლოს გარეშე.

ცნობითვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ბერმელი” ქართულ ბაზარზე დაახლოებით 17 წელის წინ გამოჩნდა. ,,ბერმელის” საქმიანობა, ძირითადად, ქართული კაპიტალით, ადგილობრივ მსესხებელთა ფინანსებითაა წარმართული. „ბერმელის“ სასესხო კაპიტალი გამყარებულია ,,ბერმელის” საწესდებო კაპიტალით, აგრეთვე “ბერმელის” საკუთარი ქონებით.

კომპანია მუდმივად მუშაობს თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არის მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრი და თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ”თიბისი ბანკი” და ”სტანდარტ ბანკი” და აქვს პერსპექტივა ისეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, როგორებიცაა: საერთაშორისო მიკროსაფინანსო ქსელი (MFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევრობანკი; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (USAID, UNHCR CV, IRC).

ამ დროისთვის ”ბერმელი” საქართველოში 19 ფილიალითა და 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი: თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში.

სესხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://bermeli.ge/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები