LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციას ერევანში ჯარისკაცები შეუერთდნენ – ადგილობრივი მედია

349

ერევანში მიმდინარე აქციას ჯარისკაცები შეურთდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას ადგილობრივი მედია გამოცემები ავრცელებენ.

დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და ცენტრალური მოედნისკენ აწყობენ მსველობას.

ადგილობრივი მედიის ცნობით ადმინისტრაციული შენობებისკენ მიმავალ გზა პოლიციამ გადაკეტა.

ერევანში მოქალაქეები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას და დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და აქციი მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გავრცელდა.

 

https://www.facebook.com/azatutyun/videos/1908872125824822/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები