LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე 21 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 პოლიციელია

19

აქციიდან ბათუმის კლინიკებში 21 დაშავებული ადამიანი გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ დაშავებულთაგან  11 სამართალდამცველია.

ყველაზე რთული მდგომარეობა, მიქელაძის თქმით, დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს აქვს, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს მიღებული. დეპუტატს, სავარაუდოდ, ოპერაციული ჩარევა დასჭირდება.

თავად ჭეიშვილი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით ქვებს ისროდნენ და ერთ-ერთი ნასროლი ქვა სახეში მოხვდა.

ბათუმში უკვე გაემგზავრა საქართველოს შს მინისტრი. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ის რამდენიმე წუთში განცხადებას გააკეთებს.

 

ფოტო :”ბათუმელები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები