LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე თქვენ ამბობდით ბოდიშს, მაგრამ გულში ამბობდით, რომ – გატყუებთ – რომან გოცირიძე გახარიას

73

აქციაზე თქვენ ამბობდით ბოდიშს, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ – ასეთი განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, გახარიას გამოსვლა დღეს იყო ბაქიბუქი და ამ გამოსვლისგან შეიძლება გამოიტანო დასკვნა, რომ მას საბოდიშო არაფერი ქონდა.

„ყველა ხედავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაამჩნია სასიკეთო კვალი ჩვენს ქვყენას, მაგრამ ერთ დიდი საქმეში მიგიძღვით წვლილი, თქვენ საქართველოს სახელი შეიყვანეთ გინესის რეკორდში. თქვენი მბრძანებლის მეორედ მოსვლისას მისი გამოსვლა აღნიშნეთ 31 ტაშით, დღეს ახალ სიმაღლეებს იპყრობთ და თქვენ როგორც ვატყობთ, იტყვით 29 წუთიანი გამოსვლის შემდეგ 41 მადლობას. თქვენ მოისმინეთ მლიქვნელური მადლობები, მაგრამ სად არის თქვენი ბოდიში? რატომ მოიხადეთ ბოდიში ახალგაზრდების წინაშე, აქციების მსველობისას. აქ აბსოლუტურად სხვა რამ მოვისმინეთ. თუ თქვენ უკან მიგაქვთ თქვენი სიტყვები, აქ კი არ უნდა ილაპარაკოთ მემადლობეებით გარშემორტყმულ გარემოში, არამედ ქუჩაში და უნდა თქვათ, რომ მოიტყუეთ, თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ – გატყუებთ,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები