LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეების მხრიდან ჩემი წარმომადგენელი თავდასხმის ობიექტი გახდა – ნინო ლომჯარია

96

მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი აქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, კერძოდ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზემოქმედებდნენ ფიზიკურად და ხელს უშლიდნენ კანონით მინიჭებული მანდატის განხორციელებაში,- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

“აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს აქტიურობდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი სახალხო დამცველის მანდატი, რომ არც თავად ნინო ლომჯარიას და არც მის რომელიმე წარმომადგენელს უფლება არა აქვს ფიზიკური თუ სხვაგვარი წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, არ მისცეს მათ რაიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობა, ან აქციის მონაწილეებთან ერთად განახორციელოს რაიმე ქმედებები ანუ იყოს ე.წ. “სუპერგმირი” .

რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ რეაგირებას, სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება თუ კომენტარი კარვების დადგმის ხელის შეშლის ფაქტის თაობაზე, ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშრებით დაიწყო გამოძიების დაწყების მოთხოვნით წინადადების შემუშავება, ჩვენი თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში აკვირდებიან აქციას, ასევე, მთელი ღამის ფარგლებში მოვინახულეთ ყველა დაკავებული პირი.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ წარმომადგენელს, მანანა მარტაშვილს, რომელმაც სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, შეინარჩუნა სიმშვიდე და იმოქმედა მანდატის შესაბამისად!

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმომადგენლებს, პატივი სცენ სახალხო დამცველის მანდატს და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით!”- წერს ნინო ლომჯარია.

პოპულალურები