LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გზა გადაკეტეს

211

პოლიცია, დაიხიე უკან! – ამ მოწოდებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მსვლელობით რუსთაველის გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში გზის სავალი ნაწილისკენ მიემართებიან.

აქციის ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ გზის დაკავების საშუალება მიეცათ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საშუალება მისცეს რუსთაველის ქუჩა დაეკავებინათ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის.

“ეს არის პოლიცია სწორი ქმედება და არა ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ის გვიკავია ჩვენ. ახლა ის დროა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაგვცენ პასუხები”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები