LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს

25

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ გზის სამანქანო ნაწილი. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია, ხოლო თუ ხელისუფლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით რეაგირებას არ მოახდენს აქცია პერმანენტული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები