LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეთა ნაწილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის”შენობაში შეიჭრა

69

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერ აქციაზე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა, ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ისინი ხუთ წუთიან ეთერს ითხოვენ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ჟურნალისტებს.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის მხარდმჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო. აქციი სმონაწილეებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს.

აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის წევრები, ასევე პორფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოსა“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე  ქსნისა და ტყიბულის მეშახტეები.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.