LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის შედეგად მიყენებული ზარალი ბათუმში 150 ათას აღწევს

77

ბათუმში საპროტესტო აქციის შედეგად ზარალი 150 ათას ლარს აღწევს, ამის შესახებ ბათუმის მერმა განაცხადა.

გიორგი ერმაკოვის თქმით, ქალაქის მერიამ ინფრასტრუქტურის აღსადგენად სხვადასხვა სამუშაო საკუთარი ძალებით ჩაატარა.

„ყველაზე დიდი ზიანი ძვირადღირებულ შუქნიშნებს მიადგა. ზუსტად იმ გზაჯვარედინზე 7 მეტრის სიმაღლეზე დაზიანდა შუქნიშნები. მხოლოდ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ზარალი 120 ათას ლარამდე შეადგენს. საბოლოო ჯამში, დაზიანებები ამ სახის არის ძირითადად. აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფას ვთხოვთ. ჩვენ ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები, სულ მთლიანად ჩვენი რესურსით მოხდა აღდგენა, ზარალი მთლიანობაში დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს“, – აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები