LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქსიომად რჩება, რომ რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლობით დაინტერესებულია – გრიგორი კარასინი

67

თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მუშაობაა საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, ამ შეხვედრისთვის აუცილებელია მომზადება, რომ ჰქონდეთ განსახილველი საკითხები და შედეგზე ორიენტირებულები იყვნენ.

„პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის მხოლოდ შეხვედრა, განხილვა და დამშვიდობება საკმარისი არ არის. აუცილებელია შედეგის მიღწევა იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა კმაყოფილი იყოს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს პერსპექტივით შევხედოთ.

“რუსეთის პრეზიდენტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ურთიერთობების ნორმალიზებით, საქართველოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობით. ამ დრომდე ეს აქსიომად რჩება,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები