LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაგინახოთ ნეიმართან: ბარსელონა აბობოქრდა

82

ნეიმარი „ბარსელონას“ დაუძინებელი მტერი გახდა. კლუბის ხელმძღვანელობა სასამართლოშიც კი უჩივის ბრაზილიელ ფეხბურთელს, თუმცა ყოფილი პარტნიორებისთვის ნეიმარი კარგ მეგობრად რჩება.

რამდენიმე საათის წინ ფეხბურთელი კატალონიაში ჩავიდა, სადაც მას ლიონელ მესი და ლუის სუარესი შეხვდნენ. ამის შემდეგ, ტრიომ რამდენიმე ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. მოგვიანებით, მათ ხერარდ პიკე და ივან რაკიტიჩიც შეუერთდნენ.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ეს ძალიან არ მოეწონა. Cadena Ser-ის ინფორმაციით, კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამგვარ შეხვედრებს „დაუშვებელი“ უწოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ სურთ, დაელაპარაკონ მესისა და სხვა ფეხბურთელებს და აუხსნან მათ, რომ ნეიმართან შეხვედრებს ბოლო უნდა მოეღოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები