LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაგინახოთ ტურინში ჩამოსული: ნაპოლის იუვესთან ქომაგი არ ეყოლება

90

ტურინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ეკრძალებათ 29 ოქტომბერს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თავისი გუნდის თამაშს დაესწრონ.

„იუვენტუს სტედიუმის“ სტუმრების სექტორი ფანების შეტაკების თავიდან ასაცილებლად დაიკეტება. აკრძალვა ეხება ნეაპოლის და კამპანიის რეგიონის ყველა მცხოვრებს.

ტურინის უსაფრთხოების კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ორ კლუბს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, რასაც უკვე გამოუწვევია გულშემატკივრებს შორის შეტაკებები.
ამავე მიზეზით გასულ სეზონში სტუმრების სექტორი დაკეტეს როგორც ტურინში, ასევე ნეაპოლში.

„იუვესა“ და „ნაპოლის“ შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გამძაფრდა ნეაპოლიტანელთა გოლეადორის გონსალო იგუაინის ტურინში გადასვლის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები