LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა ულტიმატუმი წამოაყენონ – ირაკლი სესიაშვილი

99

“არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა ულტიმატუმი წამოაყენონ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აფხაზების მიერ გალის ფორმატის შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი ამ კომენტარით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს და მოლაპარაკების ფორმატების გაუქმებას არ გამორიცხავს.

„არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არა მხოლოდ დანაშაულზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ, არამედ  ჩვენი პრინციპულობით უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცული იყვნენ, ოკუპანტებმაც და ცხინვალისა და აფხაზეთის ე,წ. ხელისუფლებამაც კარგად იცოდეს, რომ ჩვენ ასეთ არაადამიანურ და არაკანონიერ მოქმედებებს არ დავუშვებთ და არ გავატარებთ,“ – განაცხადა სესიაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მუქარას ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანის განაცხადებით, საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია.

„ერთი მიმართულება, რომელიც ეფექტურად მუშაობს არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი,  ხდება მყისიერი ამოქმედება ნებისმიერ დარღვევაზე, რომელსაც აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიღმა. ვფიქრობ, ამ საკითხის პოლიტიზირება ყოვლად დაუშვებელია. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკების ყველა წარმომადგენელს, რომ  განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და არ დაუშვათ ამ ფორმატის უგულებელყოფა,“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები