LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გადაუხადოთ თანხა უცხო პირებს, რომლებიც სადარბაზოს დეზინფექციას დაგპირდებიან-მერია

162

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფექციას ატარებენ.

“თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ.

გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები