LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია – სალომე სამადაშვილი

74

ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნას უნიჭო პიარსვლად აფასებს. სამადაშვილის თქმით, ჩანაწერები ათი წლის სიძველისაა, „ქართული ოცნება” კი, ქვეყანას ექვსი წელია მართავს და დღეს, ყოფილი ხელისუფლების მიმართ გაუგონარი ბრალდებით გამოდის.

„დღეს, 2018 წლის 17 ოქტომბერია, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ექვსი წელია მართავს, ლარის კურსი 2,68 ნიშნულზეა და ხელისუფლებას ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, რომელსაც მხარს არავინ არ უჭერს და მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს. ამ რეალობის ფონზე მთავარი პროკურატურის განცხადება ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს შეძლო. „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია, ან სხვა აბსურდული განცხადება გაავრცელონ. ეს ყველაფერი უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობაა და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს. ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს,” – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ დღეს აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. ერთ ჩანაწერში გიორგი დგებუაძე (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელი, პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობენ.  კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრთან საუბარში ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებული იყო საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ.  მეორე ჩანაწერში კი, კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე, შვილის გატაცებასა და მზარეულების მოსყიდვაზე საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები