LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გამოიყენოთ “ფეისბუქის” რეაქციები” – ბელგიის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს

44

ბელგიის პოლიციამ გააფრთხილა ქვეყნის მოქალაქეები, არ გამოიყენონ „ფეისბუქის“ ახალი რეაქციები, რომ საკუთარი ანგარიშების უსაფრთხოება დაიცვან.

სოციალურმა ქსელმა თებერვალში მოწონების ღილაკთან ერთად ექვსი ახალი რეაქცია დაამატა. ბელგიის პოლიცია ამტკიცებს, რომ „ფეისბუქი“ ახალი ფუნქციით აგროვებს ინფორმაციას, რომელია საუკეთესო დრო რეკლამის შესათავაზებლად.

„ეს ღილაკები არა მხოლოდ საშულებას იძლევა გამოხატოთ თქვენი რეაქცია პოსტებთან დაკავშირებით, არამედ ეხმარება „ფეისბუქს“, განსაზღვროს თქვენთვის შემოთავაზებული რეკლამების ეფექტიანობა,“ -აცხადებენ ბელგიის პოლიციაში.

ვებ-გვერდს აქვს საშუალება, დაადგინონ, როდის აქვს ადამიანს რეკლამების ნახვისთვის შესაბამისი განწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები