LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გაპატიებთ არავის და არც ხალხი გაპატიებთ ჯგუფის შეურაცხყოფას” – ირაკლი ნოზაძე

140

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ნოზაძე წერს, რომ ჯგუფის შეურაცხყოფას არც ის და არც ხალხი არავის აპატიებს.

“ვინც ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”-ს ცუდად მოხსენიებას ან დაკომენტარებას დააპირებს, გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, თქვენ ცხოვრებას გადახედოთ, მერე პირი და აზროვნება რამოდენიმეჯერ კააარგად გამოირეცხეთ!

ქუჩის ბიჭები არ არის არც ჩემი, არც შენი და მითუმეტეს არც მიშიკოსი!

ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” არის ქართველი ხალხის, ემიგრანტების და თითოეული ოჯახის წევრის საყვარელი ჯგუფი!

25 წელია თქვენთვის, თქვენი სიყვარულით და საქართველოს სიყვარულით მოვდივართ!

ყოველთვის ვიდექით ჩვენი მსმენელის და საზოგადოების გვერდით!

არ გაპატიებთ არავის და არც ხალხი გაპატიებთ მათი ჯგუფის შეურაცხყოფას!

ასე რომ არ ღირს ერთმანეთის წყენა და შეურაცხყოფა. პირიქით. რაც უფრო მოვეფერებით ერთმანეთს,

მითუფრო ძლიერები და გამარჯვებულები ვიქნებით მუდამ!” –  წერს ირაკლი ნოზაძე.

შეგახსენებთ, “ქუჩის ბიჭები” სხვა მომღერლებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის ხმარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდა ასევე, მის წინასაარჩევნო კლიპში, რამაც ხალხის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები