LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვჭირდება MAP-ი, ჩვენ გვჭირდება ნატო-ს წევრობა – მიხეილ ჯანელიძე

58

ჩვენ არ გვჭირდება MAP-ი, ჩვენ გვჭირდება წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

“იქნება MAP-ი თუ წევრობა, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის საქართველოს სუვერენული არჩრვანი, იყოს იმ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი, რომელთანაც საერთო ფასეულობები აქვს. ეს არ ისახავს მიზნად ვინმეს გაღიზიანებას, არამედ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შექმნას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება MAP-ი, ჩვენ გვჭირდება წევრობა. MAP-ი არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი”, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები