LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინდა, ძეგლები დამიდგან, ეს არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

34

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, განცხადებით, მას არ სურს, რომ თურქეთში მის ძეგლებს დგამდნენ.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ შეხვედრაზე განაცხადა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ის წინააღმდეგია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების, რომ მისი ძეგლები დადგან.

ძალიან შევწუხდი, როდესაც ამის შესახებ გავიგე. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს. არ მინდა ძეგლები დამიდგან. ჩვენ მუნიციპალიტეტებს მივმართეთ, მოხსნან ეს ძეგლები. ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა მეტი აღარ უნდა დაუშვან ამგვარი შეცდომა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს, – დასძინა თურქეთის ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები