LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინდა, ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად იქცეს – გიორგი მღებრიშვილი

90

“მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს, ასე ვთქვათ, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად,” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, გააკეთა.

შს მინისტრი “ალფას” ყაჩღობაში ბრალდებულზე შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ პოლიციელებთან დაკავშირებით განცხადებების კეთებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

“მე ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება და მიიღებდა აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პროკურატურას შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით სახალხო დამცველმა 26 სექტემბერს მიმართა. აღნიშნულ საკითხს განცხადებით გამოეხმაურა შსს-ც, სადაც განმარტეს, რომ დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები, რომელიც სხეულზე აღენიშნება დაკავებისას, წაქცევის შედეგად მიიღო. შსს-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შსს-ს გენინსპექციამ ბრალდებულზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია რეაგირებისთვის პროკურატურაში გადააგზავნა. საკითხს იმავე დღეს განცხადებით გამოეხმაურა პროკურატურა. უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.