LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის მერობისთვის გაქაჩვას თბილისის საკრებულო შეეწიროს – ჯაბა ჯიშკარიანი

88

„არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობისთვის გაქაჩვას შეეწიროს თბილისის საკრებულო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ჯიშკარიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, იმ საზოგადოებას მაინც სცენ პატივი, რომელიც ახლა სხდომას უყურებს“.

მე ძალიან კარგად ვხედავდი და ეს ყველასთვის ნათელი იყო, რას ემსახურებოდა თითოეული თქვენგანის განცხადებები. არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობისთვის გაქაჩვას, ბოდიში ამ სიტყვისთვის, შეეწიროს თბილისის საკრებულო და ეს ინსტიტუტი, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომლის განცხადებასაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კვლავ ხმაური მოჰყვა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმიტომ შევიდა სხდომათა დარბაზში, რომ ზუსტად 10 წუთში დარბაზი დატოვონ.  როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, მან გუშინ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოება საკრებულოში კიდევ ერთ შოუს იხილავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები