LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვცნობთ არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე – გიორგი მარგველაშვილი

72

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვცნობთ არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაღუპულმა გმირებმა ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალი სისხლით გადაიხადეს.

„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ დღეს ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა. 9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია…  ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო…  რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგავართ იმ სიმტკიცით, რა სიმტკიცითაც, ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიდა,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები