LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვთამაშობთ, წინ მივდივართ: ნაკრები 95-ეა

39

ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მართალია, საქართველოს ნაკრებს გასულ თვეში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია და წინა თვის ქულების მაჩვენებელიც (362) შეუნარჩუნდა, თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაინც წინ წაიწია ერთი საფეხურით და ახლა 95-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრების წინსვლა გამოიწვია პალესტინის ნაკრების 13 ადგილით ქვემოთ ჩამოვარდნამ.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გამოქვეყნებულ ბოლო რეიტინგში პირველი ათეული უცვლელი დარჩა:

1. გერმანია -1544
2. ბრაზილია – 1384
3. ბელგია – 1346
4. პორტუგალია – 1306
5. არგენტინა – 1254
6. შვეიცარია – 1179
7. საფრანგეთი – 1166
8. ესპანეთი – 1162
9. ჩილე – 1146
10. პოლონეთი – 1128

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები