არა კომპოტს! რა ვაჭამოთ ჩვენს შვილებს – რეკომენდაციები ქეთი ნემსაძისგან

პოპულარული

არა კომპოტს! რა ვაჭამოთ ჩვენს შვილებს – რეკომენდაციები ქეთი ნემსაძისგან

როგორი უნდა იყოს ბაღის ასაკის ბავშვების კვების ყოველდღიური რაციონი, რა სახის პროდუქტებია რეალურად სასარგებლო პატარებისთვის და შეესაბამება თუ არა ბაღების კვების რაციონი ჯანსაღი კვების მსოფლიო სტანდარტებს, რას ემსახურება კალორაჟის შემცირება, რამდენი სახეობის კერძი უნდა შევთავაზოთ ბავშვს ერთ ჯერზე, როგორი უნდა იყოს იდეალური საუმზე, სადილი და ვახშამი და უნდა ამოვიღოთ თუ არა რაციონიდან ხილის კომპოტი და ჩაი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პროფესორმა ქეთი ნემსაძემ ისაუბრა.

გასულ კვირას ცნობილი პედიატრის ახალი წიგნის წიგნის „დედის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მშობლები ადრეული ასაკის ბავშვების კვების შესახებ საინტერესო რეკომენდაციებსაც გაეცნობიან.

ქალბატონო ქეთი, ბოლო პერიოდში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საბავშვო ბაღის მენიუმ. რამდენად სწორია კალორაჟის შემცირება, უნდა დავთვალოთ თუ არა კალორიები თუ საუბარია 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებზე?

ნუტრიცია, ანუ ბავშვთა კვება მხოლოდ გამოკვებას არ გულისხმობს, ეს არის მის განვითარებაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, გაეროს ბავშვთა ფონდმა გააკეთა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში არ არის მძიმე ნუტრიციული პრობლემები, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება სიმსუქნე. ეს არ არის მხოლოდ წონის მატება, აქ ხდება სხვადასხვა მეტაბოლური პრობლემის წარმოქმნა, რომლებიც მომავალში შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს და სხვა დავადებებს იწვევს. მინდა დავარწმუნო დედები, რომ კალორიების შემცირება არ მომხდარა ვინმეს ინიციატივით, ეს უდიდეს კვლევებს ეყრდნობოდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ისეთი საკვები, სადაც შემცირებულია შაქარი, მარილი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები. ბუნება ყველაზე კარგად არეგულირებს ადამიანის კვებას, ბუნებრივი საკები, დედის რძე არ გამოდგება კარაქის გასაკეთებლად, იმიტომ რომ ის ნაჯერ ცხიმოვან საკვებს არ შეიცავს. კალორაჟის შემცირება სწორედ მზარდი სიმსუქნით იქნა გამოწვეული.

როდესაც ბავშვი სადილობს, ან ვახშმობს, მიწოდებული უნდა იქნას ერთი სახეობის კერძი თუ რამდენიმე, რომ ბავშვმა თავისი გემოვნებით გააკეთოს არჩევანი?

Feeding Development – ნიშნავს ბავშვის კვების ჩვევების განვითარებას. სუპერმარკეტში ასე ავარჯიშებენ ბავშვებს – აძლევენ ბარათს და კალათას და რას აარჩევს ის, იმის მიხედვით ირკვევა, რა განათლება აქვს ჯანმრთელ კვებაზე. კვებითი ჩვევების განვითარება რვა თვის ასაკიდან იწყება. კოორდინირებული მოძრაობა თითებით აუცილებელია იმისათვის, რომ კვებითი ჩვევები ჩამოყალიბდეს. ერთი წლის ასაკიდან აუცილებელია ბავშვი სითხეს სვამდეს ჭიქით. მშობლები წუხდნენ, რომ არ არის ბაღის მენიუში კომპოტი, განვმარტავ, რომ ის არის ტკბილი სითხე და აზიანებს კბილებს. ერთადერთი, რასაც არ აქვს შეზღუდვა, ეს არის დაბალ მინერალიზირებული სითხეები და მტკნარი წყალი. კომპოტი და ჩაი არ არის სწორი კვება. ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა არა გაწურული სახით, არამედ ხილის სახით.

სწორი კვება არის: მცენარეული ცხიმები განსაკუთრებით ნუში და ავოკადო, ყველაზე ჯანმრთელი არის თევზის ცხიმი.

ბავშვის საუზმე შედგება ფაფებისგან, რძისგან და კარაქიანი პურისგან…

რეკომენდაცია ეძლევა უხეშად დაფქვილ ფაფას, რადგან ის შეიცავს ბევრ ცელულოზას. პური, ველური ბრინჯი, ყავისფერი მაკარონი – ეს ყველაფერი უნდა იყოს იმ სახით, რა სახითაც ბუნება გვაძლევს. მე კარაქიან პურს არ დავამატებდი არავითარ შემთხვევაში. უმჯობესია მყარი ცხიმი ბავშვმა მიიღოს, ქათმის, ინდაურისა და თევზის ხორცისგან. ასეთი რეკომენდაცია უნდა წარმოვიდგინოთ: თეფში თვალით გავყოთ ოთხად და ერთ მეოთხედზე მოვათავსოთ პურ პროდუქტები, ქათმის ხორცი, ლობიო, სოიო და ბარდა. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად უწყობს გონებრივ განვითარებას ხელს. მეორე მეოთხედზე უნდა იყოს ყვითელი და მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, კობოსტი, ტკბილი კარტოფილი. დარჩენილ მეოთხედზე კი ხილი უნდა მოვათავსოთ და ისიც რამდენიმე ფერის უნდა იყოს. სადილზე უმჯობესია იყოს ბოსტნეულის, ან მაწვნის წვნიანი, ხოლო მეორე კერძი ხორცი თავისი გარნირით.

ბავშვებს ხშირად არ უყვართ წვნიანები, ვიცით რომ არ უნდა დავაძალოთ – რა უნდა ვქნათ ამ დროს?

ჩემს სახელმძღვანელოში, რომელიც 20 წლიანი გამოცდილების შედეგად საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით გამოვუშვი, არის მორალის მოდიფიკაცია, სადაც საუბარია ბავშვის სიჯიუტესთან გამკლავების მეთოდოლოგიაზე. ერთი წლის ასაკიდან უნდა ჩავუნერგოთ, რა არის ჯანმრთელი კვება. გამოგვადგება რაიმე სახის ჯილდო, მაგალითად სტიკერებიანი დაფა, ან ტკბილეული.

როგორი უნდა იყოს სამხარი და რეკომენდებულია თუ არა კარაქის მიღება?

კარაქი შედის იმ ცხიმფაფებსა და რძეში, რომელსაც ბავშვები იღებენ. ყველაზე კარგი რძის პროდუქტი არის ყველი და მაწონი, ის ძალიან კარგია ვახშამზე. თუ არ არის მაწონი დაბალპროცენტიანი, ის შეიცავს კარაქს. არც არაჟანია სასურველი. ერთადერთი ასაკი, რომელსაც აუცილებლად უნდა რძე, არის ორ წლამდე. სამი წლიდან რძის რაოდენობა მცირდება და რეკომენდებულია დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. ინტერნეტში ბევრი სიანტერესო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ. რძის ცხიმი არის კარაქი და ბავშვი კარაქს იღებს რძესთან ერთად და ზედმეტი საჭირო აღარ არის. საკვების კალორიულობა სხვადასხვაა ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. ეს კონკრეტულად მისმა პირადმა ექიმმა უნდა განსაზღვროს. ყველაზე მეტი სითხე უნდა მიიღოს წყალი. კატეგორიულად შეზღუდულია გაზიანი ტკბილი სითხეები. რაც შეეხება ცილებს – რაც დადის არა, რაც ცურავს და ფრინავს კი. ლობიოს, სოიოს და ბარდას ალტერნატივა არ აქვს. თუ ბავშვი სწორად იკვებება, არავითარი დამატებითი ვიტამინი არ სჭირდება თევზის ქონის გარდა, ის სამეფო სასმელია ტვინისათვის. სწორი კვება ასევე კარგი განათლების მიღების საფუძველიც არის. თევზი ბავშვმა 6-7 თვის ასაკიდან უნდა მიიღოს. არიან რა თქმა უნდა ვეგეტარიანელი ბავშვებიც და მათთვის სპეციალური კვების რეჟიმი უნდა შემუშავდეს.

რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღოს ბავშვმა?

აზრობრივად უნდა დავალაგოთ პროდუქტები ბავშვის თეფშზე და არ უნდა გამოგვივიდეს რომელიმე პროდუქტი ძალიან ბევრი. უპირატესობა ენიჭება ცილებს. საუკეთესო ვახშამია მაწონი და რომელიმე ხილი, მაგალითად ჩათუშული ვაშლი, ბანანი და ასე შემდეგ.

სასწავლო პროცესი სრულდება 18:00 საათზე, უნდა მიირთვას თუ არა ბავშვმა სახლში?

დიახ, ბავშვმა 4-5 ჯერ უნდა მიირთვას. სახლში ორჯერ უნდა იკვებოს. ერთი შეიძლება იყოს მაწონი ხილით, არაჩვეულებრივია თუ მივაჩვევთ ბოსტნეულს – ცოცხალს ან მოთუშულს. შეგვიძლია გარკვეული ჯილდოებიც დავაწესოთ მცირე რაოდენობის ტკბილეული. ჯანმრთელი ტკბილეულია მზეზე გამშრალი ხილი – ქიშმიში, გარგრის, ქლიავის და სხვადასხვა ხილის ჩირი.

შესაძლოა დედამ გაზარდოს ბავშვი ჯანსაღი კვების პრინციპებით, მაგრამ როდესაც ის გადის სოციუმში, ბაღში, სკოლაში და იქ ხვდება არაჯანსაღ საკვებს ,რა უნდა ვქნათ?

ასეთია რეკომენდაცია – ნუ აყურებინებთ ბავშვებს ტელევიზორში სხვადასხვა ტკბილეულის რეკლამას. ეს არის კომერციული პრესი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე. კატასტროფული სისწრაფით იზრდება დიაბეტის მაჩვენებელი.

თუ არსებობს დღიური ნორმა, იმ არასასარგებლო ტკბილეულისა, რაც შეგვიძლია მივცეთ?

შეიძლება იყოს გარკვეული დღეები, როდესაც მიიღებს ტკბილეულს. მე ვფიქრობ, ბებიებსა და ბაბუებს უფრო უხარიათ ტკბიელულის შეძენა, ვიდრე ბავშვებს. ყველაზე კარგი ტკბილეული არის ხილის ჩირი. დანაყრებას კი როგორც შევაჩვევთ, ისე დანაყრდება.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

რჩევები /

|

1 თებერვალი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => qeti-nemsadze
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 210135
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => qeti-nemsadze
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 210135
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 9803
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => qeti-nemsadze
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => qeti-nemsadze
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (210135) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (9803,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 216665
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-02-22 15:58:18
                    [post_date_gmt] => 2018-02-22 11:58:18
                    [post_content] => რატომ ხდება ვირუსული ინფექციების დროს ცხელება შეუპოვარი, როდის შეიძლება განვითარდეს გულყრა, რა პირველადი დახმარების გაწევა შეიძლება სახლის პირობებში, რა დროს გვჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, როცა ტემპერატურას ხველაც ახლავს - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ისაუბრა.

რატომ არის რთულად დასამორჩილებელი მაღალი ტემპერატურა ვირუსული ინფექციისას?

ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, უნდა გავერკვეთ რას წარმოადგენს ცხელება. ცხელება არის ნორმალური რეაქცია სხვადასხვა მდგომარეობებზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია მწვავე ვირუსული ინფექცია. ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, ორგანიზმს გააჩნია ტემპერატურა, რომლის მუდმივობაზეც ის გარკვეული მექანიზმებით ზრუნავს. წარმოვიდგინოთ, არსებობს თერმოსტატი, რომელსაც ევალება სხეულის ტემპერატურა გარკვეულ ფარგლებში შეინარჩუნოს. მწვავე ვირუსული ინფექციისას, მიმდინარეობს ანთება, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომელიც თერმოსტატს სხვა რეჟიმზე გადართავს. ტემპერატურის აწევის დროს აქტიურდება იმუნური პროცესები და უფრო ეფექტურად წარიმართება, ეს ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. ცხელება არ არის საშიში, ის არის დამცველობითი რეაქცია. თუმცა, შეიძლება გახდეს საშიშიც.



რა დროს შეიძლება განვითარდეს გულყრა?

6 თვიდან 6 წლამდეა ყველაზე საშიში ასაკი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია. მნიშვნელოვანი როლი ეკისრება გენეტიკურ ფაქტორებსაც. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად სწრაფად იმატებს ტემპერატურა და რამდენად მაღალია ის. ცალსახა მიზეზი, თუ რატომ ხდება ფებრილური გულყრა, უცნობია. თუმცა, ეს გულყრა მიიჩნევა კეთილთვისებიანად, რადგან მას არ ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება. მშობლებს ვურჩევ, რომ ნუ შეეშინდებათ მაშინ, როდესაც მაღალ ტემპერატურაზე ბავშვს გულყრა დაემართება. ეს ხშირი არ არის, მაგრამ გხვდება ხოლმე. ვერ ვიტყვით რა ტემპერატურაზე მოხდება, განმეორდება თუ არა, რა ინფექციის დროს მოხდება და მოხდება თუ არა საერთოდ. მშობლებმა ცივი გონებით უნდა შეხედონ ამ ფაქტს.

რა უნდა გააკეთოს მშობლემა პირველ რიგში, როდესაც ვითარდება გულყრა?

მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის სწორი პოზიცია, სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალი. სასურველია იწვეს გვერდულად, თუ ღებინების შემთხვევა იქნება. უნდა იყოს ბავშვის თავი დაფიქსირებული, რადგან მოძრაობისას არ მოხდეს მისი დაზიანება. სასურველია გამოაღოთ ფანჯარა, რომ მეტი ჟანგბადის მიწოდება მოხდეს. გულყრა აუცილებლად გაჩერდება და უნდა დაელოდოს, მეტი მშობელს არაფერი არ ევალება.

მაღალი ტემპერატურის მართვა პირველ დღეებში განსაკუთღებით რთულია, მშობელი ამ დროს სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. რა არის ტემპერატურის დაწევის ყველაზე სწორი მეთოდი? 

ოფიციალური რეკომენდაციით, უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი პრეპარატები, ასევე იყენებენ სხეულის დაზელვის მეთოდებს, გრილ წყალს, ან ალკოჰოლის შემცველ ხსნარებს, ცხელებასთან საბრძოლველად არ არის სასურველი ეს უკანასკნელი გამოვიყენოთ, რადგან შეიძლება მოიწამლოს ბავშვი. ბავშვის ორგანიზმი უნდა დაიტვირთოს სითხით, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში.

რა დროს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი ბავშვს. მართალია თუ არა მოსაზრება, რომ დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში სიცხის დამწევი კიდევ უფრო დაბლა დაწევს მას?

თუ ამ პრეპარატებს გამოვიყენებთ შესაბამისი დოზითა და რეჟიმით, დავიცავთ შუალედებს, გვერდით ეფექტებს რა თქმა უნდა ეს პრეპარატები ნაკლებად გამოავლენენ. აქ საინტერესოა, საერთოდ სჭირდება თუ არა პრეპარატი ბავშვს. თუ ის დისკომფორტს განიცდის, შეგვიძლია მივცეთ სიცხის დამწევი დაბალი ტემპერატურის დროსაც. თუ შესაბამისი დოზირებითა და შუალედით მოხდება სიცხის დამწევის გამოყენება, ის ტემპერატურას ნორმაზე დაბლა არ დაწევს.



სად გადის ზღვარი ტემპერატურის სახლის პირობებში მართვასა და სტაციონარში გადაყვანას შორის?

მხოლოდ ცხელებით თუ განვსაზღვრათ ამას, გვაქვს რეკომენდაციების ჩამონათვალი. როდესაც ბავშვი არის სამ თვემდე ასაკის, თუ მას აქვს 38-ზე მაღალი ტემპერატურა, ნებისმიერ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. თუკი ბავშვი არის 3 თვიდან სამ წლამდე ასაკის და აქვს მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტ ხანს, ამ შემთხვევაშიც მშობელმა ექიმს უნდა სთხოვოს დახმარება. სხვა ნებისმიერ ასაკში, როდესაც ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია, ასევე უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, სამედიცინო დახმარებაა საჭირო თუკი ცხელებას თან ერთვის გამონაყარი, მორეციდივე ცხელება, რომელიც 7 დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს და ა.შ.

ექიმთან ყველაზე ხშირად სიცხის, ან ხველების გამო ხდება მიმართვა, რა დროს არის საჭირო სისხლის საერთო ანალიზი?

სისხლის საერთო ანალიზი საკმაოდ ინფორმაციული კვლევაა. თუმცა, როდესაც ლაბორატორიულ კვლევებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა გავითვალიწინოთ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, ამის მიხედვით შეიძლება შეიტანოს ეჭვი ექიმმა რაიმე გართულებაში და დანიშნოს კვლევა. სისხლის საერთო ანალიზი საწყისი კვლევაა, ყველაზე მეტად მშობლები ერითროციტების დალექვის სიჩქარეზე ამახვილებენ ყურადღებას. ე.წ. როე მწვავე ანთების დროს იმატებს, გასათვალისწინებელია ინფექცია ვირუსულია თუ ბაქტერიული და რამდენ ხანს მიმდინარეობს ცხელება.

როდესაც ცხელებას ახლავს ხველა, რასთან გვაქვს საქმე ამ დროს?

ცხელება ყველაზე ხშირად ინფექციების დროს აღინიშნება. მწვავე ვირუსული ინფექციების უმრავლესობა მწვავე რესპირაციული ინფექციებია, ხშირად ცხელება და ხველა თანმდევია. ხველა სათანადო ყურადღებას საჭიროებს, ხველაც ისევე როგორც ცხელება, დამცველობით რეფლექსია და მიმართულია იმისკენ, რომ სასუნთქ გზებში არსებული უცხო ნაწილაკები მოიშოროს ორგანიზმმა თავიდან. ხველა თუ დაითრგუნა, გაჩნდება საშიშროება იმისა, რომ ინფექციის დროს სასუნთქ გზებში დაგროვებული უცხო მასებისგან გათავისუფლება ვერ მოხდეს და სწორედ ამ დროს ხდება გართულება - ქვედა სასუნთქი გზების ანთება.



ხშირად გვესმის რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ბავშვები მოვარიდოთ ბაღებსა და სკოლებს, შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ბავშვი წავიყვანოთ სკოლასა თუ ბაღში და რა დროს არის ის საშიში სხვა ბავშვებისთვის?

ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ინფექციის წყაროს, როგორც კი შედის თანატოლებთან, დანარჩენებისთვის დაავადების წყარო ხდება. ცხელებიდან მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს გასული, სანამ მას სახლიდან გაიყვანთ, თუმცა, უმჯობესია 2-3 დღე დააკვირდეთ ბავშვს. რაც შეეხება ხველას, როდესაც აღარ არის მწვავე, ის ხანგრძლივად რჩება ხოლმე და ამ დროს ბავშვი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს.

რატომ ავადობენ პატარები ხშირად და რა არის ის აუცილებელი და მთავარი რეკომენდაცია იმისათვის, რომ დავიცვათ ისინი ვირუსებისგან?

ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. ეს ძირითადად ბაღში წასვლის პირველ წელს ხდება. ავადმყოფობათა დასაშვები სიხშირე ცივ სეზონზე არის 10-12 ავადმყოფობა. ეს დამოკიდებულია კოლექტივსა და ასაკზე. ბავშვი, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, უნდა იავადმყოფოს. რაც შეეხება პრევენციას, საჭიროა სწორი კვება, სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დაცვა, დროული ვაქცინაცია, პირადი ჰიგიენის წესების გამკაცრება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. რაც შეეხება მკურნალობას, ამ დროს საჭიროა სიმპტომური საშუალებები. იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებება კი უნდა იყოს ერთდროულად ეფექტური და უსაფრთხო და ასეთი პრეპარატი მე არ მეგულება. ნუ დაიწყებთ ასეთი წამლების ძებნას, რადგან შეიძლება იმუნიტეტის ამაღლების ნაცვლად, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოთ.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1944794495545370/

გადაცემის ჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/02/cotne-beselia.mp3"][/audio]
                    [post_title] => როდის არის ცხელება ბავშვებში საგანგაშო და რატომ არის საშიში იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები – ცოტნე ბესელიას რეკომენდაციები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => rodis-aris-ckheleba-bavshvebshi-sagangasho-da-ratom-aris-sashishi-imunitetis-asamaghlebeli-preparatebi-cotne-beselias-rekomendaciebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-02-22 16:00:13
                    [post_modified_gmt] => 2018-02-22 12:00:13
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=216665
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 214505
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-02-15 17:03:23
                    [post_date_gmt] => 2018-02-15 13:03:23
                    [post_content] => რა არის თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რა პროდუქტები უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღეს, შესაძლოა თუ არა თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის შერჩევა სწორად და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ჯანსაღი თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა დერმატოვენეროლოგმა, ნინო ოთარაშვილმა ისაუბრა.

 ქალბატონო ნინო, დავიწყოთ საუბარი მიზეზებით, რა იწვევს თმის ცვენას ყველაზე ხშირად? 

პირველ რიგში, სანამ ვისაუბრებთ თუ რა იწვევს თმის ცვენას, უნდა გავეცნოთ, რა სახის თმის ცვენაზეა საუბარი. ზოგადად, დღევანდელ დღეს, თმას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ის არა მარტო თერმორეგულაციის ორგანოა, არამედ მისი ჯამრთელობის ერთ-ერთი ინდიკატორიც არის. ცალკე თმაზე ვერ ვისაუბრებთ, უნდა გავითვალისწინოთ კანისა და ფრჩხილის სიჯანსაღეც. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ანდროგენული ალოპეცია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა განსაკუთრებით მამაკაცებში. ალოპეცია ნიშნავს თმის ცვენას და ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰორმონალურ დისბალანსს. იმდენად პრობლემატურია თმის ცვენა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, დერმატოლოგიას ცალკე ქვედარგად გამოეყო ტრიხოლოგია, ეს არის სწავლება თმისა და თმის ღერის ზრდის შესახებ. კვლევების შედეგად ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ანდროგენული ალოპეცია გავრცელებულია ქალებშიც. მამაკაცებში ანდროგენული ალოპეციისას თმის ცვენა იწყება შუბლის ხაზიდან, შემდეგ ის მოიცავს საფეთქლების, თხემისა და კეფის არეს. ქალბატონებში თმის ცვენა კლინიკურად სხვაგვარად წარმოდგინდება, თმა უფრო გამეჩხერებულია და თმის დანაკარგი მკვეთრად გამოხატული არ არის. მექანიზმი ერთია - ანდროგენების სიჭარბე, ესტროგენების დაბალი დონე პროგესტერონის მაღალ დონესთან ერთად.
თმის ცვენა იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე და დიდი მნიშნელობა აქვს მის განკურნებას. შეფასება ხდება ლუდვიგის შკალით. შორს წასული პროცესების შემთხვევაში პროგნოზი ნაკლებად საიმედოა, თუმცა, დასაწყისში, დროულად ექიმთან მიმართვისას განკურნების 80%-იანი შანსი არსებობს.
https://www.youtube.com/watch?v=4ImojK-RLA0 არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომლის ჩატარებაც თმის ცვენისას არის რეკომენდებული? აუცილებელია ჰორმონული სპექტრის განსაზღვრა, რომელიც ძირითადი მიზეზია ხოლმე ამ დაავადების. მაგრამ, არის შემთხვევებიც, როდესაც ჰორმონული სპექტრი მწყობრშია და საუბარი გვაქვს პერიფერიულ ანდროგენიზმზე და პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს არა სისტემურად, არამედ ლოკალურად. ერთ-ერთი მიზეზი არის სკალპის დაავადება სებორიული დერმატიტი, როდესაც ცხიმოვან ჯირკვლებზე, ტესტოსტერონის ზემოქმედების შედეგად, ხდება მათი გააქტიურება და სებორიული დერმატიტი, როგორც დაავადება, შეიძლება თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს. მისი განკურნების შედეგად პრობლემაც გვარდება, მნიშვნელოვანია დროულად დადგინდეს თმის ცვენის მიზეზი და სწორად დაინიშნოს მკურნალობა. რაც შეეხება კვლევებს, არის რამდენიმე კველევა, რომელიც დიაგნოსტიკაში გვეხმარება. მაგალითად დერმოსკოპია, ნაკლებად ინვაზიური მეთოდია და საკმაოდ ინფორმატიულია. თვალით უხილავი დაზიანების შემთხვევაში, დერმოსკოპით დათვალიერებისას, გვექმნება სრული წარმოდგენა იმის კლინიკაზე, რითიც პაციენტი მოგვმართავს და მკურნალობის  სტრატეგია სწორად ისაზღვრება. ერთ-ერთი მეთოდია ტრიხოგრამა, რომლის დროსაც დაზიანებული ორი უბნიდან, ხდება რამდენიმე თმის ღერის მექანიკური მოშორება და მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება. ეს მეთოდი არ არის სტრესული პაციენტისთვის. თუ თავის კანის დაავადებასთან გვაქვს საქმე, შესაძლებელია ბიოფსიის გამოყენებაც, მაგრამ ეს მეტად ინვაზიურია და უნდა აიწონ-დაიწონოს მდგომარეობა, რამდენად საჭიროა კვლევის ჩატარება პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის. ტრიხოფოტოგრამაც კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც დამატებით გვაძლევს შედარებისა და მონიტორინგის საშუალებას. რეალობაა თუ მითი, რომ თმის ცვენის შემდგომ მისი აღდეგნა შესაძლებელია და რა როლს თამაშოს მედიკამენტოზური მკურნალობა? არის ხოლმე შემთხვევები, მაგალითად ბუდობრივი ალოპეცია, როდესაც თმისაგან თავისუფალია ერთი ან რამოდენიმე უბანი სკალპზე. პირველი ეპიზოდის შემთხვევაში პაციენტი ზოგჯერ ექიმთან მისვლამდეც იკურნება და მიიჩნევს, რომ პრობლემა მოგვარდა, მაგრამ არსებობს განმეორების შემთხვევაც. ბუდობრივი ალოპეციის დროს, განმეორებითი ეპიზოდების შემთხვევაში, თუკი დადგინდება ძირითადი მიზეზი, ის სომატური დაავადება, რომელიც ამ კლინიკური მდგომარეობის გამომწვევი შეიძლება იყოს, სწორად ჩატარებული მკურნალობისას სრულიად ნორმალურია თმა ამოვიდეს და მოხდეს აბსოლუტური განკურნება. გააჩნია რა მიზეზით არის გამოწვეული თმის ცვენა. რიგ შემთხვევაში, იგივე ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში, თუკი ეს არის შორს წასული პროცესი და საქმე გვაქვს გენეტიკურ ფაქტორთანაც, სამწუხაროდ გამოჯანმრთელების შანსი უფრო დაბალია, თუმცა ასე ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, რომ შედეგის მიღება შეუძლებელია. გადამწყვეტია როგორც დიაგნოზის დასმა, ისე მკურნალობის სწორად შესრულება. რა პროდუქტები უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღეს და რა უწყობს ხელს მის ცვენას? რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ის, რასაც ვიღებთ. კვების პროდუქტების სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. პაციენტი ხშირად თვითონ ინიშნავს სხვადასხვა დიეტას, რამაც შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს. თმა არის კანის დანამატი, ამიტომ მის ჯანმრთელობაზე ცალკე საუბარი მართებული არ იქნება. თმა, კანი და ფრჩხილი ერთიანი კომპლექსია. არის გარკვეული პროდუქტები, რომლებიც თმას ელვარებას, სიჯანსაღეს მატებს, რაც თავისთავად ჩვენს გუნება-განწყობაზე აისახება.
B ჯგუფის ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია თმის ჯანმრთელობისთვის. ასევე A და C ჯგუფის ვიტამინები, ცილოვანი საკვები, რადგან მისი დანაკლისი ცუდად აისახება თმის სიჯანსაღეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის დოზირებული მიღება. ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს.
თქვენ ურჩევთ პაციენტებს, თავი შეიკავონ არაჯანსაღი საკვებისგან, მოქმედებს თუ არა ეს თმის სტრუქტურაზე? ზოგადად, არაჯანსაღი საკვები არ მოქმედებს დადებითად. ვიტამინები და მინერალები უნდა იყოს პრიორიტეტული, ასევე თევზი. არ შეიძლება რომელიმე კონკრეტული პროდუქტების თვითნებურად ამოღება. მაგალითად, ვეგეტარიანელებს, ხორცი აქვთ მენიუდან ამოღებული, რაც ხშირად ანემიას იწვევს. რა დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს თმის ცვენა? ეს შეიძლება იყოს რკინადეფიციტური ანემია, ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. როდესაც აქ არის ნორმიდან გადახრა, გვჭირდება ენდოკრინოლოგის დახმარებაც, რომ ერთად მოვაგვაროთ პრობლემა. ბუდობრივი ალოპეციის დროს, როგორც აღვნიშნეთ ერთი ან რამდენიმე უბანია თმისაგან თავისუფალი, კანი კი არის სადა, დაზიანების გარეშე. აუცილებელია გამოირიცხოს ვენერიული დაავადება სიფილისი, რომელიც გარკვეულწილად ბუდობრივი თმის ცვენით გამოიხატება.  თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს სისტემური დაავადებებიც. თუმცა, ასეთ დროს კლინიკა ცხადად ჩანს, როდესაც საუბარია ფსორიაზზე, სოკოვან დაავადებებზე. ჯერ გამონაყარის შეფასება ვიზუალურად ხდება, შემდეგ კი ინიშნება კვლევები, რომ დიაგნოზში დავრწმუნდეთ.  ძალიან ხშირად, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს სებორიული დერმატიტი, რომელიც პირველ რიგში კლინიკურად გამოხატება ქერტლით, თუმცა წამყვანი ფაქტორი არის სოკოვანი კოლონიები. მიზეზების მოშორების შემდეგ, დერმატოლოგის მიერ მკურნალობის გარეშეც შეიძლება მოხდეს გარკვეული გაუჯობესება. თუმცა 100%-იანი შედეგისთვის, აუცილებელია დერმატოლოგმა დანიშნოს მკურნალობა. რამდენად მოქმედებს თმის ხშირი ბანვა თმის ცვენაზე? თმის ხშირ დაბანაზე მეტად გალენას არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალებები ახდენს. შამპუნი არა მარტო ჰიგიენური საშიუალებაა, ის მკურნალობის დამხმარე კომპონენტიც არის და სწორად უნდა იყოს შერჩეული. მშრალი თმის შემთხვევაში, ნაკლებად არის საჭირო დაბანა, ცხიმიანი თმის შემთხვევაში უფრო ხშირად, თუმცა სწორად შერჩეული შამპუნით. მე დაბეჯითებით ვამბობ, რომ შამპუნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც შეეხება კონკრეტულად თმის ცვენის შამპუნებს, ის გამდიდრებულია ისეთი ინგრედიენტებით, რომლებიც იწვევენ თმის ფოლიკულის გაჯანსაღებას და მათი უგულვებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება. მარტო შამპუნს რა თქმა უნდა ვერ დავეყრდნობით. რა როლს თამაშობს  თმის ღებვა, გასწორება, დახვევა და სხვადასხვა პროცედურები თმის ცვენისას? აგრესიული კოსმეტიკური საშუალებები იწვევს თმის კუტიკულის დაზიანებას, ანუ თმის ღერის დამცავი გარსის აშრევებას. აუცილებელია დამატებითი მოვლის საშუალებების გამოყენება გამომდინარე იქიდან, რა ტიპის თმა აქვს ადამიანს. ხალხური მედიცინა, ესაა სხვადასხვა ნიღბები, ზეთები, საცხები. მითია თუ რეალობა, რომ ამ მეთოდით თმის აღდგენა შეიძლება? გარკვეული შედეგი ალბათ აქვს, ეს უფრო მონოთერაპიაა გარკვეული მცენარის ნაყენის გამოყენება, ზეთის შეზელა... უმჯობესია, ქარხნულად დამზადებული შამპუნი, ნიღაბი, შესაზელი შრატი გამოვიყენოთ, რომელიც უფრო მეტ შედეგს მოგვცემს. თუმცა, მე ხალხური საშუალებების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მათი გამოყენება რეკომენდირებულია მაშინაც, თუ ჯანსაღი თმა გვაქვს. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს თმის სილამაზეს, მითუმეტეს თუ ვგეგმავთ გარკვეულ აგრესიულ ჩარევას, თმის ქიმიურად დახვევას და ა.შ. რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ჯანსაღი თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად? პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა ტიპის თმა გაქვთ, რომ შესაბამისი საშუალებები გამოიყენოთ. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორ კვებას, რადგან რაც არ უნდა კარგად მოვუაროთ თმას, ეფექტს ვერ მივიღებთ. მნიშვნელოვანია თავის თმიანი საფარველის მეზოთერაპიას. პროცედურა პოპულარულია სახის კანზე და მე ვიტყოდი არანაკლებ ეფექტურია თავის კანზეც. არის სპეციალური მეზოკოქტეილები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს თმის ფოლეკულზე, თმის ღერი უფრო ჯანსაღია და სწრაფად იზრდება, აქვს უფრო მეტი ბზინვარება. როგორც კანს ვუვლით პრევენციისთვის, იგივეა საჭირო თმის კანისთვისაც. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1936264249731728/   გადაცემის ჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/02/ekimebi-14-tebervali-nino-otarashvili.mp3"][/audio] [post_title] => რა დაავადებები იწვევს თმის ცვენას და როგორ შეიძლება მისი აღდგენა - ნინო ოთარაშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ra-daavadebebi-iwvevs-tmis-cvenas-da-rogor-sheidzleba-misi-aghdgena-nino-otarashvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-15 17:37:28 [post_modified_gmt] => 2018-02-15 13:37:28 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=214505 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 212325 [post_author] => 23 [post_date] => 2018-02-08 14:31:33 [post_date_gmt] => 2018-02-08 10:31:33 [post_content] => რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის კბილებზე ზრუნვა,  რატომ უნდა დაველოდოთ სარძევე კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლას, საჭიროა თუ არა პატარებისთვი სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, რა პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს - ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის თერაპევტმა, ორთოდონტმა ელენე ხარაშვილმა ისაუბრა, რომელიც ამავე დროს ბავშვთა და მოზარდთა სტომოტოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ელენე, რა ასაკიდან იწყება ბავშვის კბილებზე ზრუნვა? მიღებულია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დაემთხვეს პირველი კბილის ამოჭრას. რადგან არის პირის ღრუში კბილი, არსებობს კარიესის საშიშროებაც. სტომატოლოგი გაძლევთ რეკომენდაციებსა და რჩევა-დარიგებებს კვებასთან, ჰიგიენასთან და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი სტომატოლოგთან ვიზიტი დაემთხვეს ტკივილს, პირიქით, პირველადი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა იყოს პროფილაქტიკური. ტკივილის დროს ბავშვი გაღიზიანებულია, პროფილაქტიკური მიმართვის დროს კი მეტი ნდობა ყალიბდება ექიმის მიმართ. რატომ უნდა დაველოდოთ სარძევე კბილების ფიზიოლოგიურ მოცვლას? სარძევე კბილები ძალიან მნიშვნელოვანია ყბა-კბილთა სისტემის განვითარებისთვის. არსებობს ასეთი მითი, რომ რადგან ისინი იცვლება, მათი მკურნალობა საჭირო არ არის, არის კიდევ ასეთი მითიც, რომ სარძევე კბილებს არ აქვთ ნერვი და შეუძლებელია ბავშვს ის სტკიოდეს. ეს ასე არ არის. სარძევე კბილი ავითარებს ყბებს ზრდაში, ასევე უნახავს ადგილს მუდმივ კბილს. როდესაც სარძევე კბილი ნაადრევად იკარგება, მუდმივ კბილს კი თავისი ამოჭრის ვადები აქვს, სივრცე გადაადგილებული კბილებით იცვლება. რაც შემდეგში უამრავი პრობლემის გამომწვევი ხდება, რასაც ორთოდონტია დიდი ძალისხმევით ებრძვის. ბევრი კითხვა იმის ჯაგრისთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა პატარებისთვი სპეციალური ჯაგრისის გამოყენება კბილების გამოხეხვა, ჰიგიენა და კვების რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში ვიღებთ ჯანსაღ კბილებს. კბილის ჯაგრისი უნდა შეირჩეს ასაკობრივად და ეს მწარმოებელს გათვალიწინებული აქვს. ჯაგრისი, რომელიც გათვალისწინებულია 0-3 წლამდე ასაკი ბავშვისთვის, რა თქმა უნდა არ არის კომფორტული რვა წლის ასაკის ბავშვისთვის. ჯაგრისი შედგება ტარისაგან და თავისაგან, რომელზეც განლაგებულია ჯაგრულები. ჯაგრულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს ორი საღეჭი კბილის სიგრძეს. მანუალური ჯაგრისები არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, რომ წავახალისოთ ბავშვები. სასურველია არ იყოს ტარი გადატვირთული, რომ კომფორტულად მოკიდოს ბავშვმა ხელი. ჯაგრისი უნდა გამოვცვალოთ სამ თვეში ერთხელ. რაც შეეხება ახალ ამოჭრილ კბილს, მოწოდებულია, სილიკონის თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, რომელიც წმენდს ერთეულ კბილებს და ამასაჟებს ღრძილებს. რაც შეეხება ელექტროჯაგრისებს, ის საკმაოდ გავრცელებულია, ისინი ხარისხიანად ასუფთავებენ კბილებს. სამ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს მშობელი, სამი წლის შემდეგ კი მშობელმა უნდა გააკონტროლის გამოხეხვის ხარისხი. ხარისხიანი გამოხეხვა ნიშნავს ყველა კბილის ზედაპირის გასუფთავებას. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ 45 გრადუსიანი დახრით, წრიული მოძრაობებით ვასუფთავებთ კბილის ზედაპირებს, როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
სწორად ჩატარებული ჰიგიენა, ჯაგრისი და კბილის პასტა ნიშნავს იმას, რომ ვეხმარებით ბავშვებს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში.
რომელია კბილების სიჯანსაღისთვის სასარგებლო პროდუქტი და რომელ პროდუქტებს არ უწევთ რეკომენდაციას? ახალშობილისთვის ძუძუთი კვება უალტერნატივოა. დედის რძის კვებითი ღირებულებების გარდა, მნიშვნელოვანია წოვის პროცესიც, რადგან ჩართულია ლოყები, ენა და ტუჩები, შედეგად ხდება კუნთების სტიმულაცია და ყბა-კბილთა სისტემის განვითარება. თუ ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა, მშობელმა უნდა გამორიცხოს დამტკბარი სითხეების მაწოვარათი მიცემა, მაგალითად მაწონი ან ჩაი. ეს არის კარიესის პირველი გამომწვევი, რომელსაც ე.წ. ბოთლისმიერი კარიესი ეწოდება. მშობლისთვის ვიზუალურად წინა და საღეჭი კბილები არის ყავისფერი, ექიმისთვის კი კარიესით არის დაზიანებული, აქ საუბარია 2.5 წლის ასაკის ბავშვებზე. ამ ასაკში მკურნალობის პროცესი ძალიან რთულია, ხშირად საჭიროა ბჟენების გაკეთება, რესტავრაცია და სხვა მომსახურეობა. როდესაც გადავდივართ შერეულ კვებაზე, მნიშვნელოვანია რაციონი დატვირთული იყოს კალციუმის შემცველი პროდუქტით. იგულისხმება მაწონი, ხაჭო და კეფირი. აუცილებელია მაგარი საკვების მიღება და არა გატარებულის. უნდა განვითარდეს კბეჩისა და ღეჭვის ფუნქცია. ეს ხელს უწყობს როგორც კბილების თვითწმენდას, ისე ღრძილების განვითარებას.
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი, ტკბილეული, გაზიანი სასმელი, ორცხობილა, საწუწნი კანფეტი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ასევე უნდა შემცირდეს კვებათა შორის ცუცნაობის რაოდენობა.
რა პროდუქტები უწყობს ხელს კბილების გაჯანსაღებას? გენეტიკური ფაქტორი ყველა დაავადებასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირის ღრუზე ზრუნვა მუცლად ყოფნის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. ამ დროს ხდება პირველი კბილების ჩასახვა. ორსულს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული პირის ღრუ და იკვებებოდეს ჯანსაღად. თუ ჩვენ, პირველი კბილის ამოჭრასთან ერთად, რეგულარულად ვაწარმოებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, მერწმუნეთ, პრობლემა ბევრად ნაკლები იქნება. როდესაც ვატყობთ, რომ პირის ღრუ კარიესულია, ვუწევთ რეკომენდაციას პაციენტი სამ თვეში ერთხელ ესტუმროს სტომატოლოგს.
ჰიგიენა, სწორი კვება და რეგულარული ვიზიტები - ეს არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შეიძლება ჯანმრთელი პირის ღრუს გარანტია გახდეს.
თუ მიხვდით, რომ თქვენმა პატარამ ბევრი ტკბილეული მიიღო და ვერ ახერხებთ გამოხეხვას, დააბალანსეთ ბევრი წყლის მიღებით, ან წყლის გამოვლებით. ტკბილეულის მიღება პირის ღრუში იწვევს მჟავიანობას და ის დაბალმინერალიზებულ სარძევე კბილებს უფრო მარტივად ამარცხებს, აქედან გამომდინარე ვითარდება კარიესი, წყალი ანეიტრალებს მჟავე გარემოს. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, რომ ბავშვი მიიღებს ბევრ ტკბილეულს, გამოივლებს წყალს და ყველაფერი კარგად იქნება. წყალი არის ჯადოსნური სითხე, პირის ღრუში წყლის ბალანსი ბევრად მეტ სარგებლობას იწვევს, ვიდრე ხილის წვენები, რომლებიც ასევე შაქარს შეიცავენ. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? მშობელმა უნდა იცოდეს, რომ პირის ღრუს მოვლა იწყება პირველი კბილის ამოჭრიდან. ნუ დაელოდებით, როდის მოიცვლის ბავშვი კბილებს. 6 თვიდან, 13 წლამდე ბავშვს აქვს სარძევე კბილები და გამოდის რომ ამ ასაკამდე ბავშვს ჰიგიენა არ სჭირდება? გარდა იმისა, რომ ბავშვს არ აქვს ლამაზი კბილები, საჭმელი არ მუშავდება კარგად. კბილის ფუნქცია ხომ საკვების მექანიკური გადამუშავებაა და წარმოიქმნება პრობლემა საჭმლის მომნელებელ ტრატქში. ადამიანი ერთი მთლიანობაა და ერთი პრობლემა მეორეს აუცილებლად აზიანებს. ასევე, თუ ბავშვი გახანგრძლივებულად წოვს მაწოვარას, თითს, იკვნეტს ფრჩხილებს, აუცილებლად გექნებათ ორთოდონტიული პრობლემა. 7 წლამდე ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ორთოდონტთან ვიზიტზე ნამყოფი. თუ ბავშვი გახანგრძლივებულად სუნთქავს პირით, ეს ნიშნავს, რომ მას უვითარდება ზედა ყბა ნაკლებად და ქვედა ყბა მეტად. რატომ არ უნდა ამოვიღოთ კბილები ნაადრევად? იმიტომ, რომ სარძევე კბილი მონაწილეობს ყბების ზრდაში და მათი ნაადრევი ამოღება ნიშნავს ადგილის დაკარგვას მუდმივებისთვის. თუ რიგი მიზეზების გამო, არ ხერხდება კბილის შენარჩუნება, არსებობს ორთოდონტიული აპარატები, ე.წ. ადგილის შემანარჩუნებლები. არსებობს რენდგენოლოგიური სურათები, რომლებიც გვეხმარება ზეკომპლექსური კბილების აღმოჩენაში. არსებობს მავნე ჩვევებთან ბრძოლის კონკრეტული ორთოდონტიული აპარატები, რომელიც ეხმარება მშობელს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მშობელმა უნდა იცოდეს. როდესაც ხდება ცენტრალური მუდმივი კბილების ამოჭრა, ამავე დროს ამოიჭრება მუდმივი მეექვსე კბილი. მისი დაზიანების რისკი 90%-ს შეადგენს. მშობელს აქვს განცდა, რომ ბავშვმა ისიც უნდა მოიცვალოს. ეს კბილი ამოდის სარძევე საღეჭი კბილების შემდეგ. ის ზომაში მსუბუქად განსხვავდება. არსებობს ე.წ. ფისურების ჰერმეტიზაცია, პროფესიულ წმენდასთან ერთად, რომელიც პროფილაქტიკურ ღონისძიებას გულისხმობს და ხდება კბილის ზედაპირის ფტორის შემცველი გელით დაფარვა. ფერადი პლომბები, რა დატვირთვა აქვთ მათ და როგორ კეთდება ბჟენი უმტკივნეულოდ პატარებში? დღეს არსებობს ფერადი ბჟენი და ისეთივე ხარისხიანია, როგორც თეთრი. ბჟენი შეიცავს ფტორს, კეთდება მხოლოდ სარძევე კბილებზე. უმტკივნეულო პროცედურა ალბათ უფრო ექიმის ენთუზიამზეა დამყარებული. პროცედურა ტარდება ანესთეზიით, თუ ეს საჭიროა ჩვენების მიხედვით. მე ვურჩევ მშობლებს, მათი უარყოფითი გამოცდილება არ გაუზიარონ ბავშვებს და თუ თავად მშობელს ეშინია სტომატოლოგის, ის არ გაყვეს ვიზიტზე, რადგან შიში გადადის ბავშვზე. მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ ბავშვი, ექიმი და მშობელი ერთი გუნდია და ერთი მიზანი აქვთ. ნდობის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანია. რა ასაკიდან იწყება კბილების მოცვლა და რა ითვლება პათოლოგიად? პირველი კბილის ამოჭრა სტანდარტულად მიჩნეული იყო, რომ 6-8 თვის ასაკში ხდებოდა. მე გეტყვით, რომ 6 თვიდან ერთი წლის ასაკამდეა. თუ ბავშვს კბილები 6-8 თვის ასაკში ამოუვიდა, მიიჩნევა, რომ ნორმაა, თუ ექვს თვემდე ამოუვიდა კბილები, მიიჩნევა, რომ ნაადრევია, თუ ერთი წლიდან წლინახევრამდე, მიიჩნევა რომ დაგვიანებულია. შესაბამისად, თუ კბილი ამოუვიდა 4 თვის ასაკზე, ის უფრო ადრე მოიცვლის მას. მთავარია, სამი წლის ასაკში ბავშვს ჰქონდეს 20 სარძევე კბილი. მუდმივებით მათი ჩანაცვლება 6-8 წლის ასაკში იწყება. თუ არსებობს რაიმე პათოლოგია, ეს აუცილებლად გამოჩნდება ორთოპანტომოგრამაზე. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ კბილები არ ამოდის ბავშვს და როდესაც ვიღებთ პანორამას, ჩანს რომ ჩანასახი არ არის. ჩანასახის არარსებობა ატარებს როგორც გენეტიკურ ხასიათს, ასევე შეიძლება იყოს სარძევე კბილზე არსებული გახანგრძლივებული პათოლოგია. რენდგენოლოგიურად, როდესაც სარძევე კბილია პირის ღრუში მის ქვემოთ, პროპორციულად ვითარდება მუდმივი კბილი. მუდმივი კბილი ზრდასთან ერთად იწვევს სარძევე კბილების ფესვების გალევას. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს? კვების რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. შევზღუდოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, გავააქტიუროდ ჰიგიენა, დავნერგოთ წესად დილას-საღამოს კბილების გახეხვა და ეს უნდა გაგრძელდეს ორი წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოს ბავშვმა ხილი, ბოსტნეული, წყალი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები და პროფესიული წმენდა, რაც აჯანსაღებს კბილებს. თუ ბავშვი სუნთქავს პირით, იცოდეთ, რომ სამ თვეში ერთხელ უნდა ესტუმროთ ექიმს, რადგან აქ ნერწყვი ვეღარ ასრულებს ბუფერის ფუნქციას, იმიტომ რომ მისი პირის ღრუ ძირითადად მშრალია. სულ სამი პუნქტია მნიშვნელოვანი: კვება, ჰიგიენა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან.   გადაცემის ლაივი: https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1928209367203883/ გადაცემის აუდიო ჩანაწერი: [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/02/ekimebi-7-tebervali-elene-xarashvili.mp3"][/audio] [post_title] => ელენე ხარაშვილი: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ რომ თქვენს შვილს ჯანსაღი და ლამაზი კბილები ჰქონდეს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => elene-kharashvili-ra-unda-gaitvaliswinot-tu-gsurt-rom-tqvens-shvils-jansaghi-da-lamazi-kbilebi-hqondes [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-08 14:35:25 [post_modified_gmt] => 2018-02-08 10:35:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=212325 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 216665 [post_author] => 23 [post_date] => 2018-02-22 15:58:18 [post_date_gmt] => 2018-02-22 11:58:18 [post_content] => რატომ ხდება ვირუსული ინფექციების დროს ცხელება შეუპოვარი, როდის შეიძლება განვითარდეს გულყრა, რა პირველადი დახმარების გაწევა შეიძლება სახლის პირობებში, რა დროს გვჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, როცა ტემპერატურას ხველაც ახლავს - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ისაუბრა. რატომ არის რთულად დასამორჩილებელი მაღალი ტემპერატურა ვირუსული ინფექციისას? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, უნდა გავერკვეთ რას წარმოადგენს ცხელება. ცხელება არის ნორმალური რეაქცია სხვადასხვა მდგომარეობებზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია მწვავე ვირუსული ინფექცია. ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, ორგანიზმს გააჩნია ტემპერატურა, რომლის მუდმივობაზეც ის გარკვეული მექანიზმებით ზრუნავს. წარმოვიდგინოთ, არსებობს თერმოსტატი, რომელსაც ევალება სხეულის ტემპერატურა გარკვეულ ფარგლებში შეინარჩუნოს. მწვავე ვირუსული ინფექციისას, მიმდინარეობს ანთება, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომელიც თერმოსტატს სხვა რეჟიმზე გადართავს. ტემპერატურის აწევის დროს აქტიურდება იმუნური პროცესები და უფრო ეფექტურად წარიმართება, ეს ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. ცხელება არ არის საშიში, ის არის დამცველობითი რეაქცია. თუმცა, შეიძლება გახდეს საშიშიც. რა დროს შეიძლება განვითარდეს გულყრა? 6 თვიდან 6 წლამდეა ყველაზე საშიში ასაკი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია. მნიშვნელოვანი როლი ეკისრება გენეტიკურ ფაქტორებსაც. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად სწრაფად იმატებს ტემპერატურა და რამდენად მაღალია ის. ცალსახა მიზეზი, თუ რატომ ხდება ფებრილური გულყრა, უცნობია. თუმცა, ეს გულყრა მიიჩნევა კეთილთვისებიანად, რადგან მას არ ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება. მშობლებს ვურჩევ, რომ ნუ შეეშინდებათ მაშინ, როდესაც მაღალ ტემპერატურაზე ბავშვს გულყრა დაემართება. ეს ხშირი არ არის, მაგრამ გხვდება ხოლმე. ვერ ვიტყვით რა ტემპერატურაზე მოხდება, განმეორდება თუ არა, რა ინფექციის დროს მოხდება და მოხდება თუ არა საერთოდ. მშობლებმა ცივი გონებით უნდა შეხედონ ამ ფაქტს. რა უნდა გააკეთოს მშობლემა პირველ რიგში, როდესაც ვითარდება გულყრა? მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის სწორი პოზიცია, სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალი. სასურველია იწვეს გვერდულად, თუ ღებინების შემთხვევა იქნება. უნდა იყოს ბავშვის თავი დაფიქსირებული, რადგან მოძრაობისას არ მოხდეს მისი დაზიანება. სასურველია გამოაღოთ ფანჯარა, რომ მეტი ჟანგბადის მიწოდება მოხდეს. გულყრა აუცილებლად გაჩერდება და უნდა დაელოდოს, მეტი მშობელს არაფერი არ ევალება. მაღალი ტემპერატურის მართვა პირველ დღეებში განსაკუთღებით რთულია, მშობელი ამ დროს სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. რა არის ტემპერატურის დაწევის ყველაზე სწორი მეთოდი? ოფიციალური რეკომენდაციით, უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი პრეპარატები, ასევე იყენებენ სხეულის დაზელვის მეთოდებს, გრილ წყალს, ან ალკოჰოლის შემცველ ხსნარებს, ცხელებასთან საბრძოლველად არ არის სასურველი ეს უკანასკნელი გამოვიყენოთ, რადგან შეიძლება მოიწამლოს ბავშვი. ბავშვის ორგანიზმი უნდა დაიტვირთოს სითხით, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. რა დროს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი ბავშვს. მართალია თუ არა მოსაზრება, რომ დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში სიცხის დამწევი კიდევ უფრო დაბლა დაწევს მას? თუ ამ პრეპარატებს გამოვიყენებთ შესაბამისი დოზითა და რეჟიმით, დავიცავთ შუალედებს, გვერდით ეფექტებს რა თქმა უნდა ეს პრეპარატები ნაკლებად გამოავლენენ. აქ საინტერესოა, საერთოდ სჭირდება თუ არა პრეპარატი ბავშვს. თუ ის დისკომფორტს განიცდის, შეგვიძლია მივცეთ სიცხის დამწევი დაბალი ტემპერატურის დროსაც. თუ შესაბამისი დოზირებითა და შუალედით მოხდება სიცხის დამწევის გამოყენება, ის ტემპერატურას ნორმაზე დაბლა არ დაწევს. სად გადის ზღვარი ტემპერატურის სახლის პირობებში მართვასა და სტაციონარში გადაყვანას შორის? მხოლოდ ცხელებით თუ განვსაზღვრათ ამას, გვაქვს რეკომენდაციების ჩამონათვალი. როდესაც ბავშვი არის სამ თვემდე ასაკის, თუ მას აქვს 38-ზე მაღალი ტემპერატურა, ნებისმიერ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. თუკი ბავშვი არის 3 თვიდან სამ წლამდე ასაკის და აქვს მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტ ხანს, ამ შემთხვევაშიც მშობელმა ექიმს უნდა სთხოვოს დახმარება. სხვა ნებისმიერ ასაკში, როდესაც ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია, ასევე უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, სამედიცინო დახმარებაა საჭირო თუკი ცხელებას თან ერთვის გამონაყარი, მორეციდივე ცხელება, რომელიც 7 დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს და ა.შ. ექიმთან ყველაზე ხშირად სიცხის, ან ხველების გამო ხდება მიმართვა, რა დროს არის საჭირო სისხლის საერთო ანალიზი? სისხლის საერთო ანალიზი საკმაოდ ინფორმაციული კვლევაა. თუმცა, როდესაც ლაბორატორიულ კვლევებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა გავითვალიწინოთ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, ამის მიხედვით შეიძლება შეიტანოს ეჭვი ექიმმა რაიმე გართულებაში და დანიშნოს კვლევა. სისხლის საერთო ანალიზი საწყისი კვლევაა, ყველაზე მეტად მშობლები ერითროციტების დალექვის სიჩქარეზე ამახვილებენ ყურადღებას. ე.წ. როე მწვავე ანთების დროს იმატებს, გასათვალისწინებელია ინფექცია ვირუსულია თუ ბაქტერიული და რამდენ ხანს მიმდინარეობს ცხელება. როდესაც ცხელებას ახლავს ხველა, რასთან გვაქვს საქმე ამ დროს? ცხელება ყველაზე ხშირად ინფექციების დროს აღინიშნება. მწვავე ვირუსული ინფექციების უმრავლესობა მწვავე რესპირაციული ინფექციებია, ხშირად ცხელება და ხველა თანმდევია. ხველა სათანადო ყურადღებას საჭიროებს, ხველაც ისევე როგორც ცხელება, დამცველობით რეფლექსია და მიმართულია იმისკენ, რომ სასუნთქ გზებში არსებული უცხო ნაწილაკები მოიშოროს ორგანიზმმა თავიდან. ხველა თუ დაითრგუნა, გაჩნდება საშიშროება იმისა, რომ ინფექციის დროს სასუნთქ გზებში დაგროვებული უცხო მასებისგან გათავისუფლება ვერ მოხდეს და სწორედ ამ დროს ხდება გართულება - ქვედა სასუნთქი გზების ანთება. ხშირად გვესმის რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ბავშვები მოვარიდოთ ბაღებსა და სკოლებს, შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ბავშვი წავიყვანოთ სკოლასა თუ ბაღში და რა დროს არის ის საშიში სხვა ბავშვებისთვის? ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ინფექციის წყაროს, როგორც კი შედის თანატოლებთან, დანარჩენებისთვის დაავადების წყარო ხდება. ცხელებიდან მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს გასული, სანამ მას სახლიდან გაიყვანთ, თუმცა, უმჯობესია 2-3 დღე დააკვირდეთ ბავშვს. რაც შეეხება ხველას, როდესაც აღარ არის მწვავე, ის ხანგრძლივად რჩება ხოლმე და ამ დროს ბავშვი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. რატომ ავადობენ პატარები ხშირად და რა არის ის აუცილებელი და მთავარი რეკომენდაცია იმისათვის, რომ დავიცვათ ისინი ვირუსებისგან? ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. ეს ძირითადად ბაღში წასვლის პირველ წელს ხდება. ავადმყოფობათა დასაშვები სიხშირე ცივ სეზონზე არის 10-12 ავადმყოფობა. ეს დამოკიდებულია კოლექტივსა და ასაკზე. ბავშვი, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, უნდა იავადმყოფოს. რაც შეეხება პრევენციას, საჭიროა სწორი კვება, სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დაცვა, დროული ვაქცინაცია, პირადი ჰიგიენის წესების გამკაცრება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. რაც შეეხება მკურნალობას, ამ დროს საჭიროა სიმპტომური საშუალებები. იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებება კი უნდა იყოს ერთდროულად ეფექტური და უსაფრთხო და ასეთი პრეპარატი მე არ მეგულება. ნუ დაიწყებთ ასეთი წამლების ძებნას, რადგან შეიძლება იმუნიტეტის ამაღლების ნაცვლად, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოთ. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1944794495545370/ გადაცემის ჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/02/cotne-beselia.mp3"][/audio] [post_title] => როდის არის ცხელება ბავშვებში საგანგაშო და რატომ არის საშიში იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები – ცოტნე ბესელიას რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rodis-aris-ckheleba-bavshvebshi-sagangasho-da-ratom-aris-sashishi-imunitetis-asamaghlebeli-preparatebi-cotne-beselias-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-22 16:00:13 [post_modified_gmt] => 2018-02-22 12:00:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216665 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 58 [max_num_pages] => 20 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 26acd3e77a577514bf18ece14550e8b5 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები