LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა ნარკოტიკს – მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია გაიმართა

57

„არა ნარკოტიკს“ – ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის კონტრაქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ​„დაიცავი შენი უფლებების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე ​ნარკორეალიზატორების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს.

ისინი პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ და სახელმწიფოს უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

“პოლიციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ამიტომ ჩვენ მხარი მათ უნდა დავუჭიროთ. 8 ნარკორეალიზატორის დაკავება არ არის საკმარისი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გამოავლინონ ყველა ბარიგა და მათი მფარველი.

გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა მარაზმი იყო. ამდენი ავადმყოფი ერთად არ მინახავს. მარაზმატული იყო ეს ყველაფერი და თითოეული ჩვენთაგანის აღშფოთება გამოიწვია.

რამდენიც ვართ დღეს აქ, საკმარისია იმის სათქმელად რაც გვინდოდა”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა და აღნიშნეს, რომ ხალხის სიმცირე, სპონტანურად დაგეგმილმა შეკრებამ გამოიწვია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები ამბობენ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. მათთვის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების მოსაზრებები მიუღებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები