LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია! – აქცია ე.წ. საზღვართან

565

აქცია რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ზოლთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

რუსულ ოკუპაციას, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

მათი ნაწილი, საოკუპაციო ხაზთან კარვების გაშლას აპირებს.

პარალელურად, სიმბოლური აქცია გაიმართა, თბილისში, პარლამენტთანაც.

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტებმა მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

აქტივისტებმა სიმბოლურად აღმართეს მავთულხლართები იმ საფრთხის საჩვენებლად, რაც, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ისე ყველა მოქალაქეს ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. რუსეთის ოფიციალურმა საგარეო უწყებამ ამ ფაქტს უსაფუძვლო ბრალდება უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები