LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა ორშაბათს! – გერმანიაში ხალხი ფეხბურთს აუჯანყდა (ფოტოები)

69

ბუნდესლიგის მატჩი ფანების გამო შეაჩერეს. მათ მოედანი ჩოგბურთის ბურთებით გაავსეს.

გერმანიაში ორშაბათ საღამოს ისტორიაში პირველი მატჩი ითამაშეს. „აინტრახტმა“ ფრანკფურტში „ლაიპციგი“ მიიღო. გულშემატკივრებმა კი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. გერმანიაში ბევრს არ მოსწონს ორშაბათის თამაშის იდეა. ხალხს მიაჩნია, რომ ლიგა ამას ფულის გამო აკეთებს და არ ფიქრობს სტუმრად წასასვლელ ქომაგებზე, ასევე მათზე, ვინც თამაშის დღეს დალევას მიეჩვია.

არა ორშაბათს – ამბობს ეს ბანერი.

ბევრმა სასტვენი მიიტანა და ასე ხმაურით გამოხატა თავისი უკმაყოფილება.

კულმინაცია გახდა ჩოგბურთის ბურთებისა და ტუალეტის ქაღალდების სროლა.

მეორე ტაიმის დაწყება გადაიდო, რათა სტადიონის თანამშრომლებს მოედნიდან ზედმეტი ნივთების გატანა მოეხერხებინათ.

ფეხბურთელების დახმარებაც გახდა საჭირო.

ამ სეზონში ბუნდესლიგა აპირებს 5 მატჩი ჩაატაროს ორშაბათს. ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იდეას ჯერ ცდიან. უკმაყოფილოები უკვე არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები