LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა ტრამპს: პარიზში თავისუფალი ზონა გააკეთეს

40

„არა ტრამპს“ – პარიზში ამერიკის პრეზიდენტისგან თავისუფალი ზონა შეიქმნა. „The Independent”-ის ინფორმაციით, საფრანგეთი დონალდ ტრამპის ვიზიტისთვის ემზადება. სწორედ ამიტომ აქტივისტებმა მოძრაობა „პარიზი ტრამპის წინააღმდეგ“ შექმნეს და ისინი რესპუბლიკის მოედნის დაკავებას გეგმავენ. აქტივობაში მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს და მათ საშუალება ექნებათ, რომ მოუსმინონ მუსიკას, უყურონ საინტერესო შოუს ან გააკეთონ ყველაფერი რაც მოესურვებათ, ერთადერთი გამონაკლისი – ტრამპია და ყველა აქტივობა, რომელიც მას უკავშირდება – აკრძალულია. აქტივისტებს სურთ, რომ ამ გზით ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა გააპროტესტონ. მათ არ მოსწონთ მილიარდერის დამოკიდებულება კლიმატური ცვლილებების, მიგრანტების, გენდერული თანასწორობისა და სხვა ბევრი საკითხის მიმართ. უფრო მეტიც, ისინი ტრამპში საფრთხესაც ხედავენ და მსოფლიოს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები