LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბ ფეხბურთელებს წაგების გამო დასჯიან: გიგანტური დესერტი და მაისურებით აწყობილი დროშა (ფოტო)

155

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ფეხბურთელებს დააჯარიმებს რუსეთთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების გამო.
ეს მიუღებელი ანგარიშია და არ ასახავს ჩვენი მომზადების დონეს – თქვა ფედერაციის ხელმძღვანელმა ადელ იზატმა და დასასჯელი ფეხბურთელებიც ჩამოთვალა: მეკარე ალ მაიუფი, თავდამსხმელი ალ სახლავი და მცველი უმარ ხავსავი.

 

საუდის არაბეთმა შესაძლოა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს ყატარული არხის BeIN Sports-ის წინააღმდეგ. რეპორტაჟისას კომენტატორები რუსეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ სიმპატიას იჩენდნენ.

 

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მილონოვმა შეთავაზა 10 ათასი რუბლით დააჯარიმონ ისინი, ვინც რუსეთის ნაკრებს აუგად მოიხსენიებს.

 

ამერიკულმა ტელეკომპანია Fox-მა ბოდიში მოიხადა რობი უილიამსის ჟესტის გამო. შეგახსენებთ, ბრიტანელმა მომღერალმა კამერაში შუა თითი აჩევნა.

 

ყაზანში გიგანტურ ჩაკ-ჩაკს ამზადებენ. დესერტი 4 ტონას იწონის. ვარაუდობენ, რომ საფეხბურთო ბურთის ფორმის ჩაკ-ჩაკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.

გულშემატკივარმა მუნდიალის მონაწილე გუნდების მაისურებით სამხრეთ კორეის დროშა ააწყო. ბიჭს რაიმონდ ანი ქვია, რომელმაც რატომღაც დანიის ნაკრების ფორმა ვერ იშოვა და ამიტომ სამხრეთ კორეის ამ ორიგინალურ დროშას ერთი მაისური აკლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები