LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბი პრინცესების საქმე – ბელგიის სასამართლომ სამეფო ოჯახის წევრები ტრეფიკინგში დაადანაშაულა

79

ბრიუსელის სასამართლომ გაერთიანებული საემიროების რვა პრინცესა ადამიანების ტრეფიკინგში დაადანაშაულა. სასამართლოს ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წევრები მოსამსახურეებს მონურ პირობებში ამყოფებდნენ.

„ბიბისი“ წერს, რომ პრინცესებს 15 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და თითოეულმა მათგანმა 165,000 ევრო უნდა გადაიხადოს.

საქმე ეხება 2008 წელს პრინცესების მოგზაურობას ბელგიაში, მათ 20 მოსამსახურე დამამცირებელ და მონურ პირობებში ამუშავეს.  თავად ბრალდებულები ბრალდებას უარყოფენ.

შეიხა ჰამდა ალ-ნაიანი და მისი შვიდი ქალიშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მოსამსახურემ მოახერხა, გაქცეოდა პრინცესებს ძვირადღირებული სასტუმროდან. გაერთიანებული საემიროების სამეფო ოჯახის წევრებს სასტუმროს ერთი სართული მთლიანად ჰქონდათ დაკავებული.

მოსამსახურეების თქმით, მუშაობდნენ 24 საათის განმავლობაში, ეძინათ იატაკზე და არასოდეს აძლევდნენ დასვენების დღეებს. მათ აკრძალული ჰქონდათ დაეყოვებინათ სასტუმრო და შეეძლოთ ეჭამათ მხოლოდ პრინცესების საჭმლის ნარჩენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები