LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბული და ჩინური მხარე საქართველოში ინვესტირებისთვის მზადაა

96

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიათა სამეფო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს სულთან ალ მათრუშს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელსაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თავისუფალი და ღია ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფად, რომლის ყველაზე მყარი გარანტი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაა. მზრდია საქართველოში ინვესტირების კუთხით ინტერესი, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა დადასტურებაა იმის, რომ საქართველოს მიმართ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ინტერესი იზრდება, რაც ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინებით აისახება.

ამასთან,  ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, „შანხაის ჭენგცინის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოების“ უფროს მრჩეველს, ქართული კომპანია „სილქედვაისის“ ჩინეთის ფილიალის გენერალურ დირექტორს იენდე სიუსაც შეხვდა.

შეხვედრა ჩინეთ-საქართველოს შორის ტურიზმის, ინდუსტრიის, ინვესტიციების, ვაჭრობის, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სამომავლოდ განვითარებას, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებდა.

”შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საინვესტიციო პროექტებს. მოგეხსენებათ, 2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი წელია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. რითაც ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მივეცით, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე გაიტანონ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მოკლე დროში ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციების მზარდი დინამიკა შეიმჩნევა. 2016 წელს 4 307 825 და 2017 წელს 6 086 733 ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები