LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბული კომპანია ქართულ პროექტებში 100 მილიონს ჩადებს

146

საუდის არაბეთის უმსხვილესი კომპანია Al-Bawani Group საქართელოში საპარტნიორო ფონდს სანდო პარტნიორად განიხილავს. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, ფონდთან ერთად მისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან საინტერესო პროექტებში ჩაერთოს და პირველ ეტაპზე 100 მილიონი აშშ დოლარის  ინვესტიცია განახორციელოს.

საკითხზე  საპარტნიორო ფონდში იმსჯელეს, სადაც  არაბული კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს  ფახერ ალ შავაფს უმასპინძლეს.

Al-Bawani Group-ი საუდის არაბეთის სამეფოს პირველი კლასის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში საქმიანობს.

„საპარნტიორო ფონდში“ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს ფონდის სტრატეგია, პრიორიტეტები, დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო; აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ.

შეხვედრაზე Al-Bawani Group-ის  ხელმძღვანელმა ფახერ ალ შავაფმა არაბული კომპანიის შესახებ  პრეზენტაცია გააკეთა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების სურვილი გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები