LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არამწეველ თანამშრომლებს უფრო ხანგრძლივი შვებულება სჭირდებათ

91

ახალი კვლევების თანახმად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა – ეს კარგია, რადგან ისევ კვლევების თანახმად, ისინი უფრო დიდხანს იცხოვრებენ. თუმცა…

inc წერს, რომ არამწეველი დასაქმებულები, მწეველ კოლეგებთან შედარებით თავს უთანასწოროდ გრძნობენ.

მწეველები, მუშაობის დროს, ხშირად გადიან მოსაწევად, რაც ფაქტობრივად შესვენებაა, ხოლო არამწეველები – არა.

ელექტრო სიგარეტების მწარმოებელმა კომპანია “ჰალომ” ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები გამოკითხა. მათმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ უთანასწორობას ამ საკითხში არამწეველთა უმეტესობა გრძნობს.

გარდა ამისა, “ჰალომ” დაადგინა, რომ:

  • მწეველებს ამგვარი შესვენებების წყალობით, ჯამში, წელიწადში 6 სამუშაო დღე დასვენება გამოსდით.
  • ყველაზე მეტ დროს მოწევას ის ხალხი უთბობს, რომელიც ტექნოლოგიის საბითუმო და საცალო გაყიდვებშია. ისინი წელიწადში, ჯამში (სამუშაო საათების) 20 დღეს მოწევას უთმობენ.
  • არამწეველთა 80%-ს მიაჩნია, რომ მათ დამატებითი შვებულება უნდა ჰქონდეთ, იმის გამო, რომ მწეველ კოლეგებთან თანასწორობა იგრძნონ.
  • მწეველების 60% ფიქრობს, რომ არამწეველ კოლეგებს, მათზე მეტი შვებულება ეკუთვნით.
  • მწეველი მამაკაცები ამბობენ, რომ ისინი თანახმა არიან მოწევას თავი დაანებონ, იმ შემთხვევაში თუ დამატებით 12 დღიან შვებულებას მიიღებენ. ქალები 11 დღიანზეც თანახმა არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები