LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაო, არ ვაშენებთო! ბათუმში ტრამპ თაუერი არ აიგება

251

ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობასთან დაკავშირებით „სილქ როუდ ჯგუფი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ტრამპის ორგანიზაცია და „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას „სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს რესპუბლიკის მიმართ.

„სილქ როუდ ჯგუფი“, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან). სამომავლოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ-ერთი მიმართულება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ Bloomberg-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფი“ 47-სართულიანი ცათამბრჯენის პროექტს დამოუკიდებლად მაინც განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები