LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები ეკონომიკის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

59

არასამთავრობო სექტორი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე, აღნიშნავს, რომ მთავრობამ გარკვეული გადაწვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

მას  იმედი არა აქვს, რომ გამოძიების შედეგად კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რის ეჭვსაც ამ დრომდე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამოძიების შედეგები აძლევს.

„იმ კომენტარებმა, რომელიც საწარმოს მხრიდან და სხვა აქტორებისგან ვრცელდებოდა, აჩვენებს იმას, რომ საწარმო ცდილობს, მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით გამორიცხოს მისი პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა, აქამდე ყველა შემთხვევა, დაღუპვა თუ დაშავება შახტში, გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს ეფექტიანი არ არის და არასდროს არავინ არ ისჯება,“ – განაცხადა ღვინიანიძემ.

 

“აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები დღეს თბილისსა და ქუთაისში სოლიდარობის აქციის გამართვას გეგმავენ.

 

პოპულალურები