LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასა და პარლამენტს ორ მოთხოვნას უყენებენ

89

ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ორ მოთხოვნას უყენებენ. მესამე სექტორი, საკანონმდებლო ორგანოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო მთავრობას ტყიბულის ეკონომიკური განვითარების გეგმის წარმოდგენას სთხოვს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს.

“კომისიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებზე, რატომ იყო გამოძიება ამ შემთხვევებში ესეთი არაეფექტიანი და შედეგის მოტანის გარეშე რატომ სრულდებოდა ის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ერთ თვეში წარმოადგინონ ტყიბულის რეგიონის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს დაინტერესებული ჯგუფების, ექსპერტების, მუნიციპალიტეტის თუ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და ძალიან მალე, დამტკიცებისთანავე უნდა დაიწყოს მისი აღსრულება და დანერგვა იმისთვის, რომ ტყიბულში შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები ადამიანების დასაქმების კუთხით. მიუხედავად იმისა, სამომავლოდ ტყიბულის შახტების გახსნის თუ დახურვის თაობაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. შევეცდებით, რომ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს,” – განაცხადა EMC სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები