LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობოები „ენმ-“ის მიერ არიან შექმნილი და დღეს ან ხიბლში არიან ან ვალში – კახა კალაძე

94

“პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელის განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიჩუმე გასაკვირი არ არის,” – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან  ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან  შექმნილი, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ან ხიბლში არიან ან ვალში.

„ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატზე. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები, ცდილობენ, დღეს უკვე იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან, გარკვეულწილად მოახდინონ ზეწოლა საზოგადოებაზე და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მივახდინოთ ერის გაერთიანება, ჩვენ არ გვჭირდება დაყოფილი საზოგადოება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები