LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობოების სახით სიცრუის პროპაგანდისტული მანქანაა ჩართული – კახა კალაძე

27

“ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ტყუილი. სამწუხაროა, რომ მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდისტული მანქანა ჩართულია იმ კონკრეტული არასამთავრობოების სახით, რომელზეც თქვენ საუბრობდით”,-ამ განცხადებით ეხმიანება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჟურნლისტებთან არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შუალედურ ანგარიშს.

მისივე თქმით, მისი და “ქართული ოცნების” პრობლემა არ არის, თუ ხალხი კონკრეტულ კანდიდატებთან შეხვედრაზე არ მიდის.

“ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია,” – განაცხადა კალაძემ.